ივდითისა 14:15
14. ვითარ არა ვინ მოუგო, და-რა-ეყოვნა, შევიდა სასვენებელად და პოვა იგი მდებარე ცხედარსა ქუეშე მკუდარი. და თავი მისი მოკუეთილი იყო მისგან და ღაღად-ყო ჴმითა დიდითა ტირილით და გოდებით ძლიერად და დაიპო სამოსელი თჳსი.15. და შევიდა კარავსა მას, სადა იყოფვინ ივდით სადგურსა და არა პოვა იგი. გამორბიოდა ერსა წინაშე, ღაღადებდა და იტყოდა:16. შეურაცხ-ყვეს მონათა მისთა და ყვეს სარცხჳნელი. ერთმან დედაკაცმან ებრაელმან სახლსა ნაბუქოდონოსორისასა ქმნა ძლევა. აჰა ესერა, ჰოლომფორე ძეს ქუეყანასა და თავი მისი არა არს მის თანა.
ივდითისა თავი 14