ივდითისა 13:19
18. რომელმან არა განიშორა წყალობაჲ მისი სახლისაგან ისრაჱლისა, არამედ მოსრნა მტერნი ჩუენნი ჴელითა ჩემითა ამას ღამესა.19. და აღმოიღო თავი იგი ჰოლომფორესი მახლისა მისგან, უჩუენა მათ და ჰრქუა მათ: აჰა ესერა, თავი ჰოლომფორესი, ერისთავისა ერისა ასურთასა, და აჰა, სამუმლე იგი მისი, რომელსა ქვეშე წვა მთურალი. და მოკლა იგი უფალმან ღმერთმან ჴელითა დედაკაცისათა.20. და ცხოველ არს უფალი ღმერთი, რომელმან დამიცვა ანგელოზისა მისისა მიერ და წარმავლინა მუნ, და დამიფარა მუნ და მომაქცია აქავე. და არა მოუშვა უფალმან შებილწებად მჴევლისა თჳსისა და უცოდველად ვღაღადებ და ვიხარებ ძლევასა მისსა ზედა და განრინებასა ჩემსა და ჴსნასა თქუენსა.
ივდითისა თავი 13