ივდითისა 12:4
3. და ჰრქუა მას ჰოლომფორე: უკუეთუ მოგაკლდეს, რომელ-ეგე გაქუს შენ, ვინათ გცეთ შენ მსგავსი მათი, რამეთუ არავინ არს ჩუენ თანა კაცი ნათესავისაგან შენისა.4. და ჰრქუა მას ივდით: ცხოველ არს სული შენი, უფალო ჩემო, რამეთუ არა დაასრულოს მჴევალმან შენმან, რომელი მაქუს ჩემ თანა, ვიდრემდე ყოს ღმერთმან ჴელითა ჩემითა, რომელი-იგი იზრახა. და შეიყვანეს იგი მსახურთა ჰოლომფორესთა კარავად და დაიძინა ვიდრე შუაღამემსე და აღდგა განთიადსა ოდენ საჴუმილავსა.5. და მიავლინა ჰოლომფორესა და თქუა: უბრძანენ უფალმან ჩუენმან მჴევალსა თჳსსა განსლვად სალოცავად.
ივდითისა თავი 12