ივდითისა 12:10
9. შევიდინ და იყოფინ კარავსა მას შინა, ვიდრე მიიღის საზრდელი მისი მწუხრი.10. და იყო დღესა მას მეოთხესა, და ყო ჰოლომფორნე სუმა მონათა თჳსთა თანა ხოლო. და არავის უწოდა წოდებისა მისებრ, ვითარ-იგი ჴმდა და ჰრქუა ბაგუას, საჭურისსა თჳსსა, რომელი იყო ზედამდგომელი ყოველთა მონაგებთა მისთა: მივედ და არწმუნე დედაკაცსა მას ებრაელსა, რომელ არს შენ თანა, ჭამად და სმად ჩუენ თანა.11. აჰა ესერა, საკიცხელ არს პირისა ჩემისა, უკუეთუ ესევითარი დედაკაცი ეგრეთ განუტეოთ. ვაცადოთ და არა ვეზრახნეთ მას, უკუეთუ არა მოვაქციოთ იგი ჩუენდა, გამკიცხნეს ჩუენ.
ივდითისა თავი 12