ივდითისა 11:5
4. და ჰრქუა მას ივდით: ისმინე მჴევლისა შენისა და იტყოდეს მსახური შენი. და არა გითხრა ნაცილი უფალსა ჩემსა ამას ღამესა. და უკუეთუ შეუდგე სიტყუათა მჴევლისა შენისათა, სრული საქმე ქმნეს შენ თანა ღმერთმან და სრულ-ყოს. ღმერთმან ჴელთა შენთა საქმე დიდი. და არა შესცდეს უფალი ჩემი სლვათაგან თჳსთა, ვიდრე ცოცხალ იყო.5. რამეთუ ცხოველ არს ნაბუქოდონოსორ მეფე ყოვლისა ქუეყანისა და ცხოველ არს ძალი მისი, რომელმან მოგავლინა შენ განგებად ყოვლისა კაცისა, რამეთუ არა მხოლოდ კაცნი შენ ძლით ჰმონებდეს მას, არამედ მჴეცნიცა ველისანი, საცხოვარნი და მფრინველნი ცისანი სიმჴნითა შენითა ცხოვნდებოდიან. და ცნას ნაბუქოდონოსორ და ყოველმან ეზომან მისმან,6. რამეთუ გვასმიეს სიბრძნე შენი და განზრახვა გულისა შენისა, რამეთუ მიეთხრა ყოველსა ქუეყანასა, რამეთუ შენ ხარ მარტო უმჯობეს ყოველსა სამეუფოსა მისსა და ძლიერ მცნებითა და საკჳრველ ერისთაობისა ბრძოლისასა
ივდითისა თავი 11