ივდითისა 11:20
19. არა არს ესევითარი დედაკაცი კიდითგან ქუეყანისათა ვიდრე კიდედმდე მის სიკეთითა პირისათა და გულისხმის-ყოფითა სიტყუათათა.20. და ჰრქუა მას ჰოლომფორე: კეთილად ყო ღმერთმან, რამეთუ მოგავლინა შენ წინამძღურად ერისა, რათა იქმნეს ჴელითა შენითა ძალი, ხოლო შეურაცხის-მყოფელთა უფლისა ჩუენისათა წარწყმედა. და აწ სასტიკი ხარ შენ ხილვითა შენითა და კეთილ სიტყჳთა შენითა.21. უკუეთუ ეგრე ჰყო, ვითარცა-ეგე იტყოდე, ღმერთი შენი იყოს ჩემდა ღმერთი და შენ სახლსა შინა ნაბუქოდონოსორ მეფისასა სჯდე და იყო შენ სახელოვან უმეტეს ყოველსა ქუეყანასა.
ივდითისა თავი 11