ივდითისა 11:2
1. და ჰრქუა მას ჰოლომფორე: ნუ გეშინინ, დედაკაცო, კადნიერ იყავ გულითა შენითა, რამეთუ მე არა ვის ბოროტი უყავ კაცსა, რომელმან ინება მონობა ნაბუქოდონოსორისა, მეფისა ყოვლისა ქუეყანისა.2. და აწ ერმან შენმან, რომელი დამკჳდრებულ არს მთასა შინა, შეურაცხ-მყო მე. არა აღვიღე ჰოროლი მათ ზედა, არამედ მათ ყვეს თავით თჳსით ესე.3. აწ მითხარ მე, რომლისათჳს ივლტოდე მათგან და მოხუედ ჩემდა, რამეთუ მოსრულ ხარ ცხორებად, ნუ გეშინინ ამას ღამესა, სცხონდე ამიერითგან, რამეთუ არა ვინ გავნოს შენ, არამედ კეთილი გეყოს შენ, ვითარცა კეთილი ეყვის მონათა უფლისა ჩემისა ნაბუქოდონოსორისთა.
ივდითისა თავი 11