ივდითისა 11:19
18. და სათნო-უჩნდეს სიტყუანი ესე მისნი წინაშე ჰოლომფორესა და წინაშე ყოველთა მსახურთა მისთა, და უკჳრდა სიბრძნე იგი მისი და იტყოდეს:19. არა არს ესევითარი დედაკაცი კიდითგან ქუეყანისათა ვიდრე კიდედმდე მის სიკეთითა პირისათა და გულისხმის-ყოფითა სიტყუათათა.20. და ჰრქუა მას ჰოლომფორე: კეთილად ყო ღმერთმან, რამეთუ მოგავლინა შენ წინამძღურად ერისა, რათა იქმნეს ჴელითა შენითა ძალი, ხოლო შეურაცხის-მყოფელთა უფლისა ჩუენისათა წარწყმედა. და აწ სასტიკი ხარ შენ ხილვითა შენითა და კეთილ სიტყჳთა შენითა.
ივდითისა თავი 11