ივდითისა 11:12
11. რამეთუ უწყეს ჴელის-შეყოფად საცხოვართა მათთა და ყოველი, რაოდენი ბრძანა ღმერთმან სჯულსა მისსა არა ჭამად მათა, გულს-უც ჭამად.12. და შესაწირავსა იფქლისასა და ათეულსა ღჳნისასა და ზეთისასა. რომელი დაემარხა და წმიდა ეყო მღდელთათჳს, რომელნი დგანან იერუსალჱმსა წინაშე პირსა ღმრთისა ჩუენისა, უზრახავს იგი შეჭმად, რომელთა არცა ჴელის-შეხებაჲ ჯერ-არს არცა ერთისა მათგანისა თჳნიერ მღდელისა ხოლო და არარა მიუძღუანებიეს იერუსალჱმდ არცა ერთი რა და ამისთჳსცა მონათა მათ დამკჳდრებულთა აბრძნეს ესე, რომელთა-იგი დააყენეს მუნ მიტევება მოხუცებულთა მიერ. და იყოს, რაჟამს-რა იგი მიეთხრას მათ და არა ყონ, მოეცნენ იგინი ჴელთა შენთა მოსასრველად.13. მას დღესა შინა, რომლისათჳს მე, მჴევალსა შენსა, მომეთხრა ღმრთისა მიერ და ვივლტოდე პირისაგან მათისა. და მომავლინა მე ღმერთმან შენდა საქმედ შენ თანა. რომლისათჳს განკრთეს ყოველი ქუეყანა, რაოდენთა ესმეს იგი.
ივდითისა თავი 11