ივდითისა 10:19
18. და ეტყოდა კაცად-კაცადი მოყუასსა თჳსსა: ვის ჴელეწიფების შეურაცხის-ყოფად ერისა ამის, რომელთა უსხენ ცოლნი ესევითარნი? არა ჯერ-არს დატევებად მამაკაცი მათგანი ერთიცა; რომელნი დაშთენ, შემძლებელ არიან მოკიცხებად ყოველსა ქუეყანასა. და გამოვიდეს ყოველნი მცველნი ჰოლომფორესნი და მსახურნი მისნი და შეიყვანეს იგი კარავსა მისსა.19. და მიწოლილ იყო ჰოლომფორე ცხედარსა თჳსსა ზედა და განისუენებდა ქუეშე სამუმლესა მას, რომელი ქმნულ-იყო ძოწეულისაგან და ოქროთა, მარგალიტითა და ანთრაკითა პატიოსნითა ქსული. და უთხრეს მას ყოველი მისთჳს, ვითარცა ესმა ივდითისათჳს. გამოვიდა ეზოსა მას კარავისასა ჰოლომფორნე და ლამპარნი ცეცხლისანი წინაუძღოდეს მას.20. და ვითარცა მოვიდა ივდით წინაშე პირსა მისსა, უკჳრდა სიკეთე იგი პირისა მისისა. და ივდით დავარდა პირსა ზედა თჳსსა და თაყუანი-სცა მას და აღადგინეს იგი მონათა მისთა.
ივდითისა თავი 10