ივდითისა 1:4
3. და გოდოლნი მისნი აღმართნა ბჭეთა მისთა ზედა ას-ას წყრთა და სივრცე მისი დააფუძნა სამეოცსა წყრთასა.4. და ქმნა ბჭენი მისნი აღმართებულნი სიმაღლით სამეოცდაათ წყრთა და სივრცე მისი ორმეოც წყრთა განსლვად ძალთა ძლიერებისა მისისათა და განწესებულთა მკჳრცხლთა მისთა.5. და ყო ბრძოლა მათ დღეთა შინა ნაბოქოდონოსორ მეფემან ასურასტანისამან მეფისა თანა არსაქსადისა ველსა მას დიდსა ზედა, ესე არს საზღვართა რაგავისთა.
ივდითისა თავი 1