თარგმანი: ვინაჲთგან სხუაჲ არს მსაჯული, მყოფელი განჩინებისაჲ, ამისთჳს მთავარი იგი ანგელოზთაჲ მას დაუმარხავს თჳსსა პატივსა სიტყჳთა ამით: შეგრისხენინ შენ უფალმან; რომელმან მხოლომან უწყის ღირსი მისაგებელი საქმეთა შენთაჲ, რამეთუ ვინაჲთგან ბრძანებულ იყო მიქაელისდა, რაჲთა უხრწნელად დაჰმარხოს გუამი მოსესი, ხოლო ეშმაკი წინა-აღუდგებოდა, ვითარმედ: ჩემი არს ჴელმწიფებაჲ გუამთა გახრწნისაჲ, ამისთჳს შეჰრისხნა მას სახელითა უფლისაჲთა, რომელსა მხოლოსა აქუს ჴელმწიფებაჲ სულთა და ჴორცთა კაცთაჲსაჲ. და კუალად, რაჟამს მიიყვანა მოსე წარმოდგომად თაბორს, მაშინცა ჰგმობდა-ვე ბოროტი იგი და იტყოდა, ვითარმედ: ტყუა ღმერთმან, რამეთუ შეიყვანა მოსე ქუეყანასა მას, სადა-იგი ეფუცა არა შეყვარებაჲ მისი. ამათ გმობათა ეშმაკისათა მობაძავ იყვნეს გმობანი იგი მწვალებელთანი, და ფრიად უძჳრესცა ამათსა. ამისთჳს წმიდანი მოციქულნი საუკუნოჲსა მის სამშჯავროჲსა საშინელებასა აქადებენ მათ. და მსგავსად მთავარანგელოზისა, უფალსა მიუტევებენ შერისხვასა მათსა, რომელმან მხოლომან უწყის მიგებაჲ საქმეთაებრ. ხოლო ესე საცნაურ იყავნ, ვითარმედ, ვინაჲთგან უცნაურ იყო საქმე სულისა და ჴორცთა განყოფისა...
იუდა 1:9
8. ეგრეთვე მსგავსად ესენიცა საჩუენებელსა იხილვენ, ჴორცთა შეიბილწებენ, უფლებათა შეურაცხჰყოფენ, დიდებათა ჰგმობენ.9. ხოლო მიქაელ მთავარანგელოზი ოდეს-იგი ეშმაკსა მას ეშჯოდა და ეტყოდა მოსეს ჴორცთათჳს, ვერ იკადრა საშჯელი გმობისაჲ მოწევნად მის ზედა, არამედ ჰრქუა: შეგრისხენინ შენ უფალმან!10. გარნა ესენი, რაოდენი არა იციან, ჰგმობენ და რავდენი ვითარცა პირუტყუთა ბუნებით იციან, მათ შინა განიხრწნებიან.
იუდა თავი 1