მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

იუდა 1:8

7. ვითარცა სოდომოჲ და გომოროჲ და გარემოჲს მათსა ქალაქები იგი, რომელნი მათდავე სახედ ისიძვიდეს და მიდევნებულ იყვნეს შედგომად ჴორცსა უცხოსა, წინა სხენან სახედ, ცეცხლისა საუკუნოჲსა სასჯელი მიუღებიეს.8. ეგრეთვე მსგავსად ესენიცა საჩუენებელსა იხილვენ, ჴორცთა შეიბილწებენ, უფლებათა შეურაცხჰყოფენ, დიდებათა ჰგმობენ.9. ხოლო მიქაელ მთავარანგელოზი ოდეს-იგი ეშმაკსა მას ეშჯოდა და ეტყოდა მოსეს ჴორცთათჳს, ვერ იკადრა საშჯელი გმობისაჲ მოწევნად მის ზედა, არამედ ჰრქუა: შეგრისხენინ შენ უფალმან!
იუდა თავი 1
8. ეგრეთვე მსგავსად ესენიცა საჩუენებელსა იხილვენ, ჴორცთა შეიბილწებენ, უფლებათა შეურაცხჰყოფენ, დიდებათა ჰგმობენ.
თავი ა̂. კრძალულებისათჳს ქრისტეს მიმართ სარწმუნოებისა და განდგომილებისათჳს უღმრთოთა და ბილწთა კაცთაჲსა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ვითარცა სოდომოჲ და გომოროჲ და გარემოჲს მათსა ქალაქები იგი, რომელნი მათდავე სახედ ისიძვიდეს და მიდევნებულ იყვნეს შედგომად ჴორცსა უცხოსა, წინა სხენან სახედ, ცეცხლისა საუკუნოჲსა საშჯელი მიუღებიეს, ეგრეთვე მსგავსად ესენიცა საჩუენებელსა იხილვენ, ჴორცთა შეიბილწებენ, უფლებათა შეურაცხ ჰყოფენ, დიდებათა ჰგმობენ (1,7-8).:

თარგმანი: სიმონიანთა თანა განაქიქებს ვორვორიანთაცა და ესტოტიანთა, ბიბილოვნელთა და კაიონიტთა, რომელთა-იგი საუკუნოჲსა სატანჯველისა მიმართ ურწმუნოებასა დაჰჴსნის სახითა მით ეშმაკთა და სოდომელთა და გომორელთაჲთა, ვითარმედ იგინიცა, მსგავსად თქუენსა მიდევნებულნი ჴორცთა ბილწებისანი, საუკუნოჲსა მის ტანჯვისათჳს დამარხულ არიან, რაჲთა, ვითარ-იგი არა ჰრიდებდეს შეგინებად ჴორცსა უცხოსა, ეგრეთვე არა ერიდოს მათ ცეცხლი გეჰენიისაჲ. ამათი უკუე ტანჯვაჲ, ესე იგი არს სოდომელთაჲ, აქავე ცეცხლითა დაწუვაჲ წინა ძეს სახედ, რაჲთა უეჭუელ ვიყვნეთ უეჭუელად ყოფადისა მისთჳს ცეცხლისა საუკუნოჲსა. მათგან რომელნი ზოგს-რე აქავე მიიღებენ საშჯელსა. ესრეთ უკუე საჩუენებელთა ხილვაჲ ნიკოლაელთა და სიმონიანთათჳს თქუა, რომელთა-იგი მღჳძარეთა სიზმარნი ეოცნებოდეს, და სახითა რეცა საიდუმლოთა რათმე აღსრულებისაჲთა ყოველსა სიბილწესა აღასრულებდეს და ჴორცთა შეაგინებდეს, რამეთუ არა ღმრთივ დაბადებულად უწოდდეს კაცობრივსა ამას გუამსა, არამედ ბოროტისა მიერ შექმნულად და ღმერთ-ყოფითა ნივთისა და ბნელისაჲთა უფლებასა ღმრთისასა შეურაცხჰყოფდეს, და ერთსა უფლებასა და...

სრულად ნახვა
კათოლიკე იუდაჲსი თავი 1
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: საჩუენებელსა იხილვენ, ჴორცთა შეიბილწებენ, უფლებასა შეურაცხ-ჰყოფენ, დიდებასა ჰგმობენ (1,8).:

თარგმანი: "საჩუენებელსა იხილვენ" — ესე იგი არს, ვითარცა სიზმარსა შინა, არა იციან ჭეშმარიტებაჲ, და ქადაგებენ ურჩულოებასა და ჴორცთა ჩუენთა იტყჳან უკეთურისა ნაწილად და ერთსა მას უფლებასა და ძალსა წმიდისა სამებისასა ჰგმობენ, რამეთუ მამასა მისცემენ დაუსაბამობასა და დაუბადებლობასა, ხოლო ძესა და სულსა წმიდასა ჟამთა დაბადებასა ქუეშე ჰყოფენ.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის