თარგმანი: და ესეცა სხუაჲ სახე მათი, რომელნი შემდგომად ნათლისღებისა არა განეკრძალნენ კუალად მიქცევად ცოდვისა მიმართ, ვითარმედ, რომელმან ანგელოზთა ეშმაკ ყოფად გარდაქცეულთა არა ჰრიდა, არცა მათ ჰრიდოს, რომელნი მორწმუნეობასა შინა წარმართულთავე საქმეთა აღერინენ. ხოლო ესე ცხად არს, ვითარმედ ჟამი ტანჯვისა ეშმაკთაჲსაჲ არს მერმე იგი დღე მეორედ მოსლვისაჲ, რომლისათჳს უფალსა ეტყოდეს: მოხუედ პირველ ჟამისა ტანჯვად ჩუენდა.
მაქსიმესი: სამთავრო და უფროჲსღა მთავრობა ანგელოზთა მათ, არა დამცველთა მთავრობისათა, არს წესი იგი და სიტყუაჲ, რომელსა ზედა დაიბადნეს, ანუ ძლიერებაჲ იგი მადლით განღმრთობისაჲ ანუ წესი იგი და პატივი დგომისაჲ; ხოლო სამკჳდრებელ მათდა არს ცაჲ, გინა თუ ჩუეულებისაგან ზეშთა ბუნებისათა მათ კეთილთაჲსა მონიჭებული სიბრძნე, რომელსა შინა მკჳდრობად დაბადებულ იქმნნეს (რამეთუ ჩუეულებაჲ აქუს სიტყუასა სახლ წოდებად სიბრძნისა); ანუ ცვაჲ ბუნებითისა მის და მოგებულისაცა კეთილისაჲ, ზედა-მხედველობითა მათდა უხრწნელისა მის ღმრთეებისა ბუნებისაჲთა. ესე ყოველი დაუტევეს უბადრუკთა ეშმაკთა. ამისთჳს, სიტყჳსაებრ იუდაჲსსა, შეიკრნეს საკრველითა საუკუნოჲთა. ესე იგი არს,...