მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

იუდა 1:24

23. და რომელთამე იჴსნიდით შიშითა და ვითარცა ცეცხლისაგან გამოიტაცებდით. გძულდინ ჴორცთაგანცა შეგინებული იგი სამოსელი.24. ხოლო რომელი-იგი შემძლებელ არს დამარხვად თქუენდა შეუცოდებელად და დადგინებად წინაშე დიდებისა თჳსისა უბიწოთა სიხარულით.25. მხოლოსა ბრძენსა ღმერთსა მაცხოვარსა ჩუენსა, დიდებაჲ და სიმდიდრე, სიმტკიცე და ჴელმწიფებაჲ უწინარეს ყოველთა საუკუნეთა და აწ და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
იუდა თავი 1
24. ხოლო რომელი-იგი შემძლებელ არს დამარხვად თქუენდა შეუცოდებელად და დადგინებად წინაშე დიდებისა თჳსისა უბიწოთა სიხარულით.
თავი დ̂. ლოცვაჲ სიწმიდისათჳს მათისა და უბიწოებისა დიდებისმეტყუელებითურთ ღმრთისაჲთ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ; ხოლო რომელი-იგი შემძლებელ არს დამარხვად თქუენდა შეუცოდებელად და დადგინებად წინაშე დიდებისა თჳსისა უბიწოთა სიხარულით, მხოლოსა ბრძენსა ღმერთსა მაცხოვარსა ჩუენსა დიდებაჲ და სიმდიდრე, სიმტკიცე და ჴელმწიფებაჲ უწინარეს ყოველთა საუკუნეთა და აწ და უკუნითი-უკუნისამდე, ამინ (1,24-25).:

თარგმანი: ვინაჲთგან ყოველი შეუძლებელი კაცთაგან ღმრთისა მიერ შესაძლებელ არს, ამისთჳს მის მხოლოჲსა მიმართ გუამცნებს დადებად ყოველსა სასოებასა ჩუენსა, და რაჲთა მას ვევედრებოდით შეუცოდებელად დაცვად ჩუენდა, ვიდრე ჟამადმდე წარდგომისა ჩუენისა მის წინაშე დღესა მას დიდებით მეორედ მოსლვისასა უფლისა და მაცხოვრისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა, რომელსა შინა ყოველნივე იგი მხიარულ არიან, რომელნი მკჳდრობასა მას საწადელსა ღირს იქმნენ ნაწილსა მარჯუენეთასა, რომელსა ღირსმცა ვართ ჩუენ ყოველნი მიმთხუევად მადლითა და წყალობითა ბუნებითისა მის სიბრძნისა, უფლისა და ღმრთისა და მაცხოვრისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისა თანა მამასა შუენის დიდებაჲ და სიმდიდრე, სიმტკიცე და ჴელმწიფებაჲ, თანა ყოვლადწმიდით, სახიერით და ცხოველსმყოფელით სულითურთ, პირველ ყოველთა საუკუნეთა, და აწ და დაუსრულებელთა მათ საუკუნეთა, უკუნითი-უკუნისამდე, ამინ.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის