მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

იუდა 1:16

15. ყოფად სასჯელისა ყოვლისათჳსვე და მხილებად ყოველთა უღმრთოთა მათთა ყოველთათჳს საქმეთა უღმრთოებისა მათისათა, რომელ ურჩულოებდეს და ყოვეთათჳს სიტყუათა ფიცხელთა, რომელთა იტყოდეს მისთჳს ცოდვილნი უღმრთონი.16. ესენი არიან მდრტჳნავნი, მაბრალობელნი, გულის თქუმისაებრ თჳსისა მავალნი, და პირი მათი იტყჳს გარდარეულსა. თუალთ აღებენ პირსა სარგებელისა მიზეზითა.17. ხოლო თქუენ, საყუარელნო, მოიჴსენენით სიტყუანი იგი, წინაწარ თქმულნი მოციქულთა მიერ უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესთა.
იუდა თავი 1
16. ესენი არიან მდრტჳნავნი, მაბრალობელნი, გულის თქუმისაებრ თჳსისა მავალნი, და პირი მათი იტყჳს გარდარეულსა. თუალთ აღებენ პირსა სარგებელისა მიზეზითა.
თავი ბ̂. ვაებაჲ მათი საცთურებისათჳს და უშჯულოებისა და სიბილწისა და გმობისა და მოპოვნებულისა ორგულებისა. მედგრობით მიღებისათჳს ქრთამისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ესე არიან მდრტჳნავნი მაბრალობელნი გულისთქუმისაებრ თჳსისა მავალნი და პირი მათი იტყჳს გარდარეულსა. თუალთ-აღებენ პირსა სარგებელისა მიზეზითა (1,16).:

თარგმანი: დრტჳნვენ ამას, რამეთუ ვერ კადნიერებით ქადაგებენ თჳსსა მას სივერაგესა, და ვითარმცა ეგებოდა ურიდად მითხრობაჲ გმობათა და ბილწებათა მოძღურებისაჲ. ხოლო მაბრალობელ არიან სხუათა ჭეშმარიტებისა ამისთჳს, რაჲთა თჳსი იგი ტყუვილი სარწმუნო ყონ. და საქმით ბილწებასა ჰფარვენ სიტყუათა გარდარეულებითა. ამას თანა განსდრეკენ სამართალსა, რაჲთა შეიძინონ ქრთამი.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის