ისო ნავესი 9:21
20. და აწ ვერ შეძლებელ ვართ ჴელსა შეხებად მათა, რამეთუ ესე ჰყოთ, დაიცვნეთ იგინი და განვარინნეთ იგინი და არა იყოს ჩვენ ზედა რისხვაჲ ფიცისა მისთჳს, რომელ ვეფუცენით მათ, და ცხონდენ.21. და იყვნენ იგინი მრეშველ და მერწყულე ყოველსა ამას კრებულსა. და ყო ეგრე ყოველმან კრებულმან, ვითარცა ჰრქუეს მათ მთავართა.22. და შეკრიბნა იგინი ისო და ჰრქუა მათ: რად შეურაცხ-მყავთ მე და სთქუთ, ვითარმედ: შორს ვართ შენგან ფრიად და თქუენ მსოფლელ ხართ, რომელნი დამკჳდრებულ ხართ ჩუენ შორის?
ისო ნავესი თავი 9