ისო ნავესი 6:2
1. და იერიქოჲ შეყენებულ იყო და განძლიერებულ პირისაგან ძეთა ისრაჱლისათა. და არა ვინ გამოვიდოდა მისგან, არცა შევიდოდა.2. და ჰრქუა უფალმან ისოს: აჰა, ესერა, მე მოგცე ჴელთა შენთა იერიქოჲ და მეფჱ მისი, რომელ არს მუნ შინა ძლიერი ძალითა.3. ხოლო შენ მოადგინენ მას ყოველნი მბრძოლნი გარემოჲს იობელითა მით სმენად თქუენდა ჴმაჲ ნესტჳსა და იყოს, ვითარცა დაჰბეროთ ნესტუსა მას, მოადგეთ ქალაქსა მას ყოველნი კაცნი მბრძოლნი გარემო ქალაქსა მას ერთჯერ, ესრე ჰყოთ ექუს დღე.
ისო ნავესი თავი 6