ისო ნავესი 4:18
17. და უბრძანა მღდელთა მათ ისო და ჰრქუა: გამოვედით იორდანით.18. და იყო ვითარ გამოჴდეს მღდელნი იგი, რომელთა აქუნდა კიდობანი იგი შჯულისა უფლისა, იორდანისაგან. და დაიდგნეს ფერჴნი მათნი ჴმელსა ზედა. და წარმოემართა წყალი იგი იორდანისა ადგილსავე თჳსსა და ვიდოდა, ვითარცა გუშინ და ძოღან დღეთა ყოლად კიდესა.19. და ერი იგი აღმოჴდა იორდანით მეათესა თთუესა პირველისასა და დაიბანაკეს ძეთა ისრაჱლისათა გალგალს შინა მიერ კერძო მზის აღმოსავლით იერიქოჲსა.
ისო ნავესი თავი 4