...ძლევიდან, გამარჯვების ნიშნებიდან, ომებიდან. ეს იუდეველთა შემთხვევაშიც მოხდა. რადგან მათთვის მომხდარმა სასწაულებმა მთელი ქვეყანა შიშში ჩააგდო; სწორედ ამას ამბობდა მაშინ იერიქონელი მეძავიც: „დაცემულ არს შიში თქუენი ჩუენ ზედა“ (), და ძრწოლაც დაგვეცა. ამრიგად, ერთი გზა არის ქმნილებათა მეშვეობით; მეორე და უფრო ცხადი — ღვთის მონათა მეშვეობით; და ეს სწავლება ღმერთმა დასაბამიდან ყოველ თაობაში დათესა. ეგვიპტელებს მან აბრაამის მეშვეობით ასწავლა, სპარსელებსაც ისევ მისი მეშვეობით, ისრაელიანებს — მისი შთამომავლების მეშვეობით, და სხვა ურიცხვ ხალხს; იაკობის მეშვეობით კი სხვებსაც, მათ, ვინც მდინარეთა შუაში იყვნენ. ხედავ, როგორ განისწავლებოდა მთელი ქვეყნიერება წმიდათაგან, თუკი მის მკვიდრებს მოესურვებოდათ?
ამათ წინ კი წარღვნაც და ენების განბნევაც საკმარისი იყო მათი გონების გამოსაფხიზლებლად. რათა დროთა განმავლობაში მომხდარი დავიწყებას არ მისცემოდა, ადგილმა სახელწოდება მიიღო და აქე...