ისო ნავესი 23:13
12. უკუეთუ მოიქცეთ და შეერთნეთ დაშთომილთა და წარმართთა ამათ, რომელ არიან თქუენ თანა, და მზა-უყოთ მათა მიმართ, და აღერინეთ მათ და იგინი თქუენ,13. უწყებით უწყოდეთ, რამეთუ არღარა შესძინოს უფალმან ნათესავი ესე მოსრვად პირისაგან თქუენისა. და იყვნენ იგინი თქუენდა საფრჴე და საცთურ და პატნეზ ფერჴთა თქუენთა და ისარ თუალთა თქუენთა, ვიდრემდის წარსწყმდეთ ქუეყანისა ამისგან კეთილისა, რომელ მიგცა თქუენ უფალმან ღმერთმან თქუენმან.14. ხოლო მივალ გზასა ჩემსა, ვითარცა ყოველნი, რომელ არიან ქუეყანასა ზედა და სცნათ გულითა თქუენითა და სულითა თქუენითა, რამეთუ არა დააკლდა სიტყუაჲ ერთი ყოველთაგან სიტყუათა, რომელნი თქუნა უფალმან ღმერთმან ჩუენმან თქუენდამო. ყოველი მოიწია თქუენდა, ერთიცა არა დააკლდა მათგანი.
ისო ნავესი თავი 23