ისო ნავესი 22:29
28. და ვთქუ: იყოს თუ სადამე და გვეტყოდიან ჩუენ და ნათესავთა ჩუენთა ხვალე და ჰრქუან: იხილეთ მსგავსი ესე საკურთხეველი უფლისა, რომელ ქმნეს მამათა ჩუენთა არა შესაწირავთათჳს და არცა მსხუერპლთათჳს, არამედ შუვა ჩუენსა და შუვა ნათესავისა ჩუენისა.29. ნუ იყოფინ ჩუენდა განდგომად უფლისაგან დღენდელსა ამას დღეს შინა, რათამცა ვქმნენით საკურთხეველი შესაწირავთათჳს და მსხუერპლთა სალამისთა და საკუერთხთა ცხორებისათჳს გარეშე საკურთხეველისა უფლის ღმრთისა ჩუენისასა, რომელ არს წინაშე კარავსა მისსა.30. და ესმა ფინეეზ მღდელსა და ყოველთა მათ მთავართა ერისათა ათასისთავთა ისრაჱლისათა, რომელ იყვნეს მის თანა სიტყუანი ესე, რომელ თქუნეს ძეთა რუბენისთა და ძეთა გადისთა და ზოგთა ნათესავთა მანასესთა, და სთნდა მათ.
ისო ნავესი თავი 22