ისო ნავესი 22:28
27. არამედ რათა იყოს საწამებელად საშუვალ თქუენსა და საშუვალ ჩუენსა და საშუვალ შჳლთა ჩუენთა შემდგომად ჩუენსა, რათა ჰმსახურებდენ მსახურებასა უფლისასა წინაშე მისსა შესაწირავითა ჩუენითა და საკუერთხთა ჩუენთასა და მსხუერპლითა ცხორებისა ჩუენისათა. და არა ჰრქუან შჳლთა თქუენთა შჳლთა ჩუენთა ხვალე, ვითარმედ არა არს თქუენდა ნაწილი უფლისა.28. და ვთქუ: იყოს თუ სადამე და გვეტყოდიან ჩუენ და ნათესავთა ჩუენთა ხვალე და ჰრქუან: იხილეთ მსგავსი ესე საკურთხეველი უფლისა, რომელ ქმნეს მამათა ჩუენთა არა შესაწირავთათჳს და არცა მსხუერპლთათჳს, არამედ შუვა ჩუენსა და შუვა ნათესავისა ჩუენისა.29. ნუ იყოფინ ჩუენდა განდგომად უფლისაგან დღენდელსა ამას დღეს შინა, რათამცა ვქმნენით საკურთხეველი შესაწირავთათჳს და მსხუერპლთა სალამისთა და საკუერთხთა ცხორებისათჳს გარეშე საკურთხეველისა უფლის ღმრთისა ჩუენისასა, რომელ არს წინაშე კარავსა მისსა.
ისო ნავესი თავი 22