ისო ნავესი 21:41
40. ყოველი ქალაქები ძეთა მერარისთა ტომად-ტომად მათა, რომელ დაშთომილ იყვნეს ნათესავისაგან ლევისნი. და იყვნეს საზღვრად ქალაქნი ათორმეტნი.41. ყოველი ქალაქები ლევიტელთა შორის სამკჳდრებელსა ძეთა ისრაჱლისათა იყო ორმეოცდარვა ქალაქი და გარემო სათესველი მისი გარემო ქალაქებსა ამას,42. ქალაქი და სათესველი გარემოჲს ქალაქსა ყოველსა ქალაქსა ამას, და დაასრულა ისო და ქუეყანა იგი განუყო საზღვრებსა შინა მისსა და სცეს ნაწილი ძეთა ისრაჱლისათა ისოს ბრძანებითა უფლისათა, სცეს მას ქალაქი, რომელცა ითხოვა, თამნასაქარი მისცეს მას მთასა ეფრემისასა. და აღაშენა ისო ქალაქი იგი და დაეშენა მას შინა და მოიხუნა ისო დანაკნი იგი ქვისანი, რომლითა წინადასცჳთა ძეთა ისრაჱლისათა, რომელნი-იგი იშვნეს გზასა უდაბნოსა ზედა, და დასხნა იგინი თამნასაქარს შინა.
ისო ნავესი თავი 21