ისო ნავესი 17:2
1. და იყვნეს საზღვარნი ნათესავისა ძეთა მანასესთანი, რამეთუ ესე პიმშოჲ იყო იოსებისი, და მაქირს პირმშოსა მანასესა, მამასა გალაადისსა, რამეთუ კაცი მბრძოლი იყო გალაადიტს შინა და ბასანიტიდს შინა.2. და იყო ძეთა მანასესთა სხუათა ტომად-ტომად მათა ძეთა აქიეზერისთა, და ძეთა ქეზეკისთა, და ძეთა იერეელისთა, და ძეთა სექემისთა, და ძე სემემირაესთა. ესე იყვნეს ძენი ტომად-ტომად მათა.3. და სალფაათს, ძესა სოფერისსა, არა ესხნეს მას ძეებ, არამედ ასულებ. და ესე არს სახელები ასულთა სალპაადისთა: მაალი, და ნუსა და ეგლა, და მელქა და თესრა.
ისო ნავესი თავი 17