ისო ნავესი 13:7
6. ყოველი, რომელნი მკჳდრ არიან მთასა შინა ლიბანითგან ვიდრე სერეფოთ მაიდმდე, ყოველნი სიდონელნი, მე ავჴოცნე იგინი პირისაგან ისრაჱლისა და განუყავ იგი წილით ისრაჱლსა, ვითარცა გამცნებ შენ.7. და აწ განუყავ ქუეყანაჲ ესე სამკჳდრებელად ცხრათა მათ ნათესავთა და ზოგსა ნათესავსა მანასესა (იორდანითგან ვიდრე ზღუადმდე დიდად ზღჳს დასავალი მისცეს მათ, ზღუაჲ დიდი ეზღუანვის),8. ხოლო ორთა მათ ნათვსავთა და ზოგსა ნათესავსა მანასესა, რომელ არიან მათ თანა რუბენსა და გადს, რომელ მისცა მოსე წიაღ იორდანესა, აღმოსავლით კერძო, მისცა იგი მოსე, მონამან უფლისამან.
ისო ნავესი თავი 13