ისო ნავესი 10:12
11. და რაჟამს ივლტოდეს იგინი პირისაგან ძეთა ისრაჱლისათა შთამართსა მას ბეთორონისასა, და უფალმან დასდვა მათ ზედა ქვაჲ სეტყჳსაჲ ზეცით გარდამო ვიდრე აზეკადმდე. და იყვნეს უმრავლეს მომკუდარნი იგი ქვითა სეტყჳსათა, ვიდრე რომელნი-იგი მოწყჳდნეს ძეთა ისრაჱლისათა მახჳლითა ბრძოლასა შინა.12. მაშინ იტყოდა ისო უფლისა მიმართ დღესა მას, რომელსა მოსცა უფალმან ღმერთმან ამორეველი ჴელთა ისრაჱლისათა, რაჟამს შემუსრნა იგინი გაბაონს შინა და შეიმუსრნეს პირისაგან ისრაჱლისა, და თქუა ისო: დადეგინ მზე გაბაონსა ზედა და მთოვარე ჴევსა ზედა იალონისასა, ვიდრემდის უბრძანო ერსა ამას.13. და დადგა მზე და მთოვარე დადგომით, ვიდრემდის სძლო უფალმან მტერთა მათთა. არა, აჰა, ესერა, ესე ყოველი წერილ არს წიგნსა სიმართლისასა? და დადგა მზე საშუვალ ცასა, არა ვიდოდა დასლვად სრულიად დღის ერთის.
ისო ნავესი თავი 10