მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ისო ნავესი 1:2

1. და იყო, შემდგომად აღსასრულისა მის მოსესი, მონისა მის უფლისა, ჰრქუა უფალმან ისოს, ძესა ნავესა, მსახურსა მოსესა.2. მოსე, მონაჲ ჩემი, აღესრულა. აწ შენ აღდეგ და წიაღვედ იორდანესა, შენ და ყოველი ერი ესე ქუეყანასა მას, რომელსა მე მიგცემ თქუენ.3. ყოველსა ადგილსა რომელსაცა დასდგათ კუალი ფერჴთა თქუენთაჲ, თქუენ მიგცე იგი, ვითარცა-იგი ვარქუ მოსეს,
ისო ნავესი თავი 1
2. მოსე, მონაჲ ჩემი, აღესრულა. აწ შენ აღდეგ და წიაღვედ იორდანესა, შენ და ყოველი ერი ესე ქუეყანასა მას, რომელსა მე მიგცემ თქუენ.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ფსალმუნი 115-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
5. ღვთის მონება და ქების მსხვერპლი:

...ჩვეულებრივ მონობას კი არ გულისხმობს, არამედ იმას, რომელიც დიდი განწყობითა და სიყვარულით არის, სურვილით გახურებული; ეს უდიდესი გვირგვინია და ყოველ დიადემაზე ბრწყინვალე. ამიტომ ღმერთიც ამას უდიდეს ქებად მიიჩნევს, როცა ამბობს: „მოსე, მონაჲ ჩემი, აღესრულა“ (). „ძე მჴევლისა შენისა“ (). ესე იგი, თავიდანვე და წინაპართაგანვე შენს მონობას ვართ მიკუთვნებულნი.

სწორედ ეს უდიდეს სამკაულად წარმოაჩინა პავლემაც ტიმოთეს შესახებ, როცა თქვა: „მოვიჴსენებ, რომელ-ეგე არს შენ თანა შეუორგულებელი სარწმუნოებაჲ, რომელმან დაიმკჳდრა პირველად დედის დედისა შენისა ლუდიაჲს თანა და დედისა შენისა ევნიკის თანა“ (). „და მრწამს, რამეთუ შენ თანაცა“ (), და „და რამეთუ სიყრმითგან საღმრთონი წიგნნი იცნი“ (). და კვლავ საკუთარი თავის...

სრულად ნახვა