მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

იობისა 7:1

1. აწ არამე განსაცდელი არსა ცხორებაჲ კაცისაჲ ქუეყანასა ზედა და ვითარცა მორეწისა მდევრისა ჟამი მისი?2. ანუ ვითარცა მსახური, რომელი მოშიშ არს უფლისა თჳსისა და ძრწინ აჩრდილისა მისისაგან და ვითარცა მოსასყიდლე, რომელი მოელინ სასყიდელსა თჳსსა,
იობისა თავი 7
1. აწ არამე განსაცდელი არსა ცხორებაჲ კაცისაჲ ქუეყანასა ზედა და ვითარცა მორეწისა მდევრისა ჟამი მისი?

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ტიმოთეს მიმართ II ეპისტოლე — ჰომილია 8
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
3. ღვთისმოსაობის გზა და წერილით გამტკიცება:

...საჭირველ გზაჲ"** ()? ან ის, ვინც ისმინა: „სოფელსა ამას ჭირი გაქუს" ()? თუ იმ დროშიც იობი ამბობდა: „განსაცდელი არსა ცხორებაჲ კაცისაჲ ქუეყანასა ზედა" (), ახლა მით უფრო არა? ამბობს: „ხოლო უკეთურნი კაცნი და გრძნეულნი წარემატებოდიან უძჳრესისა მიმართ, აცთუნებდენ და სცთებოდიან" (). ნურაფერი შეგაძრწუნებს ამათგან, ამბობს: თუკი ისინი კეთილდღეობაში არიან, შენ კი განსაცდელებში, საქმის ბუნება ასეთია.

ჩემი მაგალითიდან შეგიძლია ისწავლო, რომ შეუძლებელია კაცი, რომელიც ბოროტებს ებრძვის, ჭირში არ იყოს. შეუძლებელია მოკრივე ფუფუნებაში იყოს; შეუძლებელია მოჭიდავე ნადიმობდეს. ამიტომ ნურცერთი მოღვაწე განსვენებას ნუ ეძიებს და ნურავინ ეძებს უდარდელ ყოფას. აწმყო კვლავ არის ბრძოლა, ომი, ჭირი, შევიწროება, განსაცდელის ადგილი, მოღვა...

სრულად ნახვა