მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

იობისა 42:15

14. და უწოდა სახელი პირველსა მას დღე და მეორესა კასია და მესამესა მას მხიარულებისა რქაჲ.15. და არა იპოვნეს ასულთაებრ იობისთა და ძეთა უმჯობესნი ცასა ქუეშე და მისცა იობ ასულთა თჳსთა სამკჳდრებელი ძმათა მათ თანა.16. და ცხონდა შემდგომად წყლულებისა ასსამეოცდაათ წელ, ხოლო ყოველნი, რავდენ ცხონდა, იყუნეს ორასორმეოცდარვა წელ. და იხილა იობ ძენი თჳსნი და ძენი ძეთა მისთანი, მეოთხე ნათესავი და აღესრულა იობ მოხუცებული და სავსე დღითა (დაწერილ არს იგი კუალად აღდგინებად მათ თანა, რომელნი-იგი უფალმან აღადგინნეს. ესე ითარგმანა ასურეთისაგან წიგნისა. ხოლო მკჳდრ იყო იგი ქუეყანასა ავსიტელთასა, საზვართა იდუმიასათა და არაბიასათა, პირველად იყო სახელი მისი იობაბ. და მოიყვანა ცოლი არაბიელი. და ესვა ძე, რომლისა სახელი ენონ, ხოლო იყო ესე მამისა ზარესი, ესავის ძეთა ძე და დედით ბოსორელი. ვითარმედ იყო ესე აბრაჰამისითგან მეოთხე ნათესავი).
იობისა თავი 42
15. და არა იპოვნეს ასულთაებრ იობისთა და ძეთა უმჯობესნი ცასა ქუეშე და მისცა იობ ასულთა თჳსთა სამკჳდრებელი ძმათა მათ თანა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის