...საჴმარ არიან იგინი, ვინაჲთგან ღამე არღარა არს; „და ძალნი ცათანი შეიძრნენ“, სამართლად და ჯეროვნად შეიძრნენ განკჳრვებისაგან, იხილონ რაჲ ესოდენი შეცვალებაჲ. რამეთუ ოდეს-იგი იქმნეს ვარსკულავნი, შეძრწუნდეს და განკჳრდეს, ვითარცა იობსა შინა წერილ არს: „ოდეს იქმნეს ვარსკულავნი, მაქებდეს მე ჴმითა დიდითა ყოველნი ანგელოზნიო“, ეტყჳს უფალი იობსა. უკუეთუ მაშინ შეძრწუნდეს და განკჳრდეს, არა უფროჲსად განკჳრდენა, ოდეს ხედვიდენ შეცვალებასა ყოვლისასა? და მათ თანამონანი კაცნი განიკითხვოდინ, და ყოველივე სოფელი წარდგომილ იყოს წინაშე საშინელისა მის სამშჯავროჲსა; და ყოველთავე, რომელნიცა ადამისითგან მუნ ჟამადმდე მეორედ მოსლვისა უფლისა იყვნეს კაცნი, მოეჴადებოდის სიტყუაჲ საქმეთა მათთაჲ. ამას ყოველსა ზედა ვითარ არა შეძრწუნდენ და შეიძრნენ დიდითა განკჳრვებითა?
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მაშინ გამოჩნდეს სასწაული ძისა კაცისაჲ ცათა შინა“ (24,30).
თ ა რ გ მ ა ნ ი: „სასწაული ძისა კაცისაჲ“ არს პატიოსანი და ცხოველსმყოფელი ჯუარი, რომელი-იგი მაშინ გამოჩინებად არს; უბრწყინვალეს არს მზისთუალისა, რამეთუ იგი დაბნელდების, ხოლო ესე ბრწყინავს, ესოდენ უმეტეს იყოს ნათელსა მზისასა ბრწყინვალებაჲ მისი. ხოლო რაჲსათჳს გამოჩნდების სასწაული იგი ჯუარისაჲ? რაჲთა სრულიად სირცხჳლეულ იქმნენ და პირი დ...