...რამედ სხვათა ნუგეშისცემისთვის, გაჭირვებულთ ეხმარებოდნენ მათ საჭიროებებში და თავიანთ სახლს ყველა უცხოელისთვის აღებდნენ. მოისმინე, რას ამბობს ერთ-ერთი მათგანი: „ანუ თუ უძლური განუტევე განსლვად წიაღითა ცალიერითა?" (). და „უძლურთა, ოდეს სადა რაჲ უჴმდა, არარაჲ დააკლდა" (). და არა მხოლოდ ქონებიდან ეხმარებოდნენ გაჭირვებულთ, არამედ თავიანთი მფარველობითაც ზრუნავდნენ მათზე. „თუალი ვიყავ ბრმათაჲ", – ამბობს, – „და ფერჴი მკელობელთაჲ... და შორის კბილთა მათთა ნატაცები გამოუღე" (იობ 29:15, 17). ხედავ, რომ შევიწროებულთაც ზრუნავდა და ყველას ნაკლულებელი სხეულის ნაწილების ნაცვლად ემსახურებოდა? ამ მართალს ყველა უნდა მიბაძავდეს – მართალს, რომელმაც რჯულამდე და მადლამდე ასეთი დიდი სიბრძნისმოყვარეობა გამოიჩინა, და, ამასთანავე, არც მოძღვარი ჰყოლია, არც სათნო წინაპრები, არამედ საკუთარი მცდელობითა და საღი აზრით მივიდა ასეთ კეთილ ცხოვრებამდე. თითოეულ ჩვენგანს ბუნებაში ჩადებული აქვს სათნოების შემეცნება; და თუ ვინმეს არ სურს დაუდევრობით თავისი ბუნების კეთილშობილება დაღუპოს, ამას ვერასოდეს ვერ მოაკლდება. ღმერთმა ქმნას, რომ ჩვენ ყველამ სათნოება ავირჩიოთ და მასში მოშურნეობით ვიღვაწოთ, რათა ღვთისმოყვარე...
იობისა 31:16
15. ანუ არა, ვითარცა მე, ეგრეცა იგინი იყუნეს საშოსა შინა? ვიყუენით მასვე შინა მუცელსა.16. უძლურთა, ოდეს სადა რაჲ უჴმდა, არარაჲ დააკლდა, და თუალნი ქურივთანი არა დავაურვენ.17. აღვიღე პური ჩემი, ვჭამე მარტომან და ობოლსა არა ვეც,
იობისა თავი 31