...ანრღუეულთა და თავსა თჳსსა მზაჰყოფდა ესევითარისათჳს. და ამას მოასწავებს სიტყჳთა მით, რომელსა იტყჳს: „შიში, რომელი მეშინოდა, მოიწია ჩემ ზედა, და რომელსა ვეჭუდი, შემემთხჳა მე“; და კუალად იტყჳს: „მე ყოველსა ზედა უძლურსა ვტიროდე და სულთ-ვითქუემდ, ვიხილი რაჲ კაცი ჭირსა შინა“. ამისთჳსცა ვერარამან შეაშფოთა დიდთა მათ განსაცდელთაგანმან. რამეთუ ნუ წარწყმედასა მას საფასეთასა იტყჳ და სიკუდილსა შვილთასა და წყლულებასა ჴორცთასა და ბოროტის-ზრახვასა მეუღლისასა, არამედ სხუანი იგი განსაცდელნი იხილენ, ფრიად უძჳრესნი. სთქუა სადმე, ვითარმედ: სხუაჲ არა წერილ არს განსაცდელი იობისთჳს; - ამისთჳს, რამეთუ უგულისჴმოდ ვიკითხავთ. ხოლო უკუეთუ გულისჴმა-ვყოთ, სხუანი იყვნეს განსაცდელნი, უმეტესად შემძლებელნი შეწუხებად მისა: პირველად, რამეთუ არა იცოდა სასუფეველისათჳს ცათაჲსა და მერმისა მისთჳს აღდგომისა განცხადებულად, ვითარ-ესე აწ საცნაურ არს. ამისთჳს იტყოდა: „არა უკუნისამდე ვცხონდე, რაჲთა სულგრძელ ვიქმნე“; მეორედ, რამეთუ მრავალი სათნოებაჲ იცოდა თავისა თჳსისაჲ და ხედვიდა წინააღმდგომსა; მესამედ, რომელ ვერ ჰპოებდა ბრალსა თჳსსა; მეოთხედ, რამეთუ ჰგონებდა, თუ რისხვისაგან ღმრთისა მოიწია იგი ყოვ...
იობისა 30:25
24. უკუეთუმცა ვითარ ძალ-მედვა თავსა ჩემსა ჴელისა შეყოფა, გინათუმცა ვის ვევედრე სხუასა და მიყო ესე,25. რამეთუ მე ყოველთა ზედა უძლურთა ვტიროდე და სულთ-ვითქუემდ, ვიხილე კაცი ურვასა შინა.26. მოველოდე კეთილსა და აჰა, ესერა, შემემთხჳნეს მე დღენი ბოროტნი.
იობისა თავი 30