...ვითარცა წინაშე თუალთა მისთა მყოფნი.
მოციქულისაჲ: მიცემად ეგევითარი იგი ეშმაკსა სატანჯველად ჴორცითა (5,5).
თარგმანი: ესევითარი არს მიშუებითი ძალი მტანჯველობისაჲ, რაჲთა საზღვარი განუჩინოს ღმერთმან ეშმაკსა "ჴორცთა ოდენ ტანჯვად, ხოლო სულისა ვერ შეხებად"; ვითარ-იგი იობისთჳს ჰრქუა, ვითარმედ: "სულსა მისსა ნუ შეეხები", () ეგრეთვე აწ მოციქული უფლისა მიერ ჴორცთა ოდენ მისცემს საგუემელად.
მოციქულისაჲ: რაჲთა სული ცხონდეს დღესა მას უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა (5,5).
თარგმანი: უკუეთუ კაცობრივისა სულისად გულისჴმა-ჰყოფდე ცხოვნებასა ამას, ეკრძალე, რაჲთა არა ჰგონო, ვითარმედ ჴორცნი არა თანაზიარ არიან ცხორებისა მის, რომელი მიეცემის სულსა უკუანაჲსკნელსა მას დღესა ქრისტეს დიდებით მოსლვისასა, რომელი-ესე ნუ იყოფინ; რამეთუ უკუეთუ აქა ზიარ არს ყოველსავე მისსა, ეგრეთვე მუნ. ხოლო უკუეთუ ცხოვნებად სულისა იტყჳს ? განცხოველებასა მადლისასა, რომელი-იგი მიუღიეს კაცსა სულისა წმიდისა მიერ ჟამსა მას ნათლისღებისასა, რომელი-იგი დაშრტების და უჩინო იქმნების ცოდვისა მიერ და განახლდების და განცხოელდების, რაჟამს იტანჯნენ ჴორცნი, ანუ მოღუაწებითა, გინა განსაცდელითა, რამეთუ ამას ვიეთნიმე ესრეთცა გულისჴმა-ჰყოფენ...