მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

იობისა 1:20

19. და მეყსეულად ქარი დიდი მოჴდა უდაბნოჲთ და ეკუეთა ოთხთავე კიდეთა სახლისათა. და დაეცა სახლი იგი ყრმათა შენთა ზედა და მოწყდეს. განვერი მე მარტოჲ და მოვედ თხრობად შენდა.20. და ესრეთ აღდგა იობ და დაიპო სამოსელი თჳსი და აღიპარსა თმაჲ თავისა თჳსისაჲ და დავარდა ქუეყანასა ზედა და აღდგა და თაყუანის-სცა უფალსა პირსა ზედა თჳსსა.21. და თქუა: მე შიშუელი გამოვედ მუცლისაგან დედისა ჩემისა, შიშუელივე მივიქცე მუნვე ქუეყანად, უფალმანცა მომცა, უფალმანცა მიმიღო, ვითარცა უნდა, ეგრეცა ქმნა. იყავნ სახელი უფლისაჲ კურთხეულ.
იობისა თავი 1
20. და ესრეთ აღდგა იობ და დაიპო სამოსელი თჳსი და აღიპარსა თმაჲ თავისა თჳსისაჲ და დავარდა ქუეყანასა ზედა და აღდგა და თაყუანის-სცა უფალსა პირსა ზედა თჳსსა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი მთ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ მთ რაჲთა სულიერნი საქმენი გუაქუნდენ შინაგან და ჴორციელნი - გარეწარად:

...უფალმან მომიღო; ვითარცა უფალსა ენება, ეგრეთცა იქმნა. იყავნ სახელი უფლისაჲ კურთხეულ უკუნისამდე“. არამედ შვილთათჳს წესიერი და ზომითი და ბუნებითი მწუხარებაჲ აჩუენა, რამეთუ „დაიპო სამოსელი თჳსი და აღიპარსა თმაჲ თავისა თჳსისაჲ და დავარდა ქუეყანასა და დამხედ თაყუანი-სცა უფალსა“ და მადლობაჲ იგი შეწირა, რაჲთა ვერვინ თქუას, თუ გულქვაჲ ვინმე იყო. რამეთუ ფრიადცა გულჩჩჳლი და ლმობიერი კაცი იყო და შვილთა მოყუარე, გარნა უზომოჲ ანუ უწესოჲ არარაჲ ინება ქმნად. ხოლო საცხოვართათჳს და მონაგებთა არცა თუ შეიკუმინნა, არცა ყოვლადვე შეწუხნა, ესოდენ გარეწარად აქუნდეს იგინი. ეგრეთვე ჩუენცა თანაგუაც, საყუარელნო, ყოფად, რაჲთა ყოველივე საქმე სულიერი, რომლისა ნაყოფი მერმესა მას საუკუნესა მოისთულებოდის და მომგებელსა მას მისსა ახარებდეს, გუაქუნდეს შინაგან და სასურველად და ფრიად საძიებელად, ხოლო რომელნი საწუთროსავე ამას ცხორებასა თანა დაჴსნად და წარმავალ არიან, იგინი გარეწარად იყვნედ ჩუენდა და შეურაცხად. უკუეთუ არა იყვნენ საფასენი და მონაგებნი, ნუმცა მწუხარე ვართ, არამედ ვიხარებდეთ, რამეთუ მრავალთაგან ჭირთა და სალმობა-თა და მწუხარებათა ვიჴსნენით. კუალად, უკუეთუ მოგუეცნენ, ნუ შევემსჭუალვით მათ და დავემონებით, არამედ ვითარცა მონად...

სრულად ნახვა