...თჳსისა იქმოდა. რამეთუ სიმწარე იგი რისხვისაჲ მის, რომელი მოიწია ჩუენ ზედა გარდასლვითა მით მცნებისაჲთა, რომლისა მიერ ყოველთა ზედა იქადოდა, მისცა მაცხოვარსა ჴელითა მით მტარვალთაჲთა.
ხოლო ტკბილმან მან უფალმან მიიღო იგი და განაქარვა და ძმრისა წილ გჳწდია ჩუენ ღჳნოჲ იგი, რომელი სიბრძნემან განზავა ტაკუკთა შინა თჳსთა, ხოლო ნავღლისა წილ მოგუმადლნა სიტყუანი თჳსნი, რომელნი უტკბილეს არიან უფროჲს თაფლისა მის გოლეულისა. რამეთუ ვინაჲთგან მან მიიღო სიმწარე ჩუენი, გუეტყჳს ჩუენ: „განიცადეთ და იხილეთ, რამე-თუ ტკბილ არს უფალი“.
ხოლო ვითარცა ამისცა ღონისაგან ცარიელი დაშთა ეშმაკი, და ჴელოვნებაჲ მისი ამაო იქმნა, და ცნა უმეტესადრე, ვითარმედ არა კაცისა მიმართ არს ბრძოლაჲ მისი, არამედ ღმრთისა განკაცებულისა, განიზრახა სრულიად სივლტოლაჲ, რამეთუ შურდა ცხორებაჲ კაცთაჲ მოშურნესა მას. მაშინ უფალმან, მაცხოვარმან ყოველთამან, არა ინება, რაჲთამცა განერა მტერი იგი, და დაშთესმცა სულნი ჯოჯოხეთს შეყენებულნი, არამედ საკჳრველად ჴელთ-იგდო იგი. რამეთუ იხილა რაჲ, ვითარმედ ივლტის შეძრწუნებული, კუალად კაცობრივთა სიტყუათა იტყოდა, ვითარცა გუასწავებს მახარებელი, ვითარმედ: „ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ელი, ელი! ლიმა საბაქთანი?...