...ის ბერძნული სახელი იმიტომ ითქვა ასე, რომ ტკივილს აყენებს და ჯაფას აკისრებს თვით მას, ვინც მას ფლობს. ამიტომაც ვინმე ბრძენი, სწორედ ამას რომ მიანიშნებს, ამბობს: „თუ ბოროტი გახდები, მარტო შენ ამოხაპავ ბოროტებებს; ხოლო თუ კეთილი იქნები, შენთვისაც იქნება და მოყვასთათვისაც“ ()1. და როგორ, ამბობს, მარტო ბოროტი კაცი ამოხაპავს ბოროტებებს, როცა მრავალს ავიწროებს? სინამდვილეში კი ვერავის ვნებს, ვინც მოშვებული და უდარდელი არ არის. და თუ გინდა, ბოროტ ადამიანს თავი დავანებოთ და თვით ბოროტი დემონი შუაში გამოვიყვანოთ. მითხარი, განა მან მთელი თავისი ბოროტება არ გადმოანთხია? განა იობს რამე ავნო? განა იობი უფრო ბრწყინვალე არ გახადა, ხოლო თავისთვის უფრო მძიმე დაცემა არ მოიმზადა? და კაენზე რას ვიტყვით? განა მხოლოდ მან არ ამოხაპა ბოროტებები?...
იგავთა 9:12
11. რამეთუ ამით სახითა მრავალ ჟამ სცხონდე და შეგეძინნენ წელნი ცხორებისა შენისანი.12. შვილო, უკუეთუ ბრძენ იყო, თავისა შენისა ბრძენ იყო და მოყუასიცა, ხოლო უკუეთუ ბოროტ იყო, თავისა შენისა აღმოივსო ძჳრი მარტოდ. (შვილი წურთილი ბრძენ იყოს, ხოლო უგუნური მსახურად იჴუმიოს, რომელი ჰჴდებოდის სიცრუვესა, ესევითარი იგი ჰმწყსის ქართა და სდევს იგი მფრინველსა ფრთოვანსა, რამეთუ დაუტევნა გზანი თჳსისა ვენაჴისანი და ალაგთა თჳსისა ქუეყანისა საქმეთასა შესცთა და ვალს იგი ურწყულსა უდაბნოსა და ქუეყანასა განჩემებულსა წყურილითა და შეიკრებს იგი ჴელითა თჳსითა უნაყოფოებასა).13. დედაკაცი უგუნური და ცხარი ნაკლულევან იყოს პურითა, რომელმან არა იცის სირცხჳლი,
იგავთა თავი 9