მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

იგავთა 9:1

1. სიბრძნემან იშენა თავისა თჳსისა სახლი, და ქუეშე შეუდგნა მას შჳდნი სუეტნი,2. და დაკლა თჳსი იგი საკლველი, და განზავა ტაკუკთა თჳსი იგი ღჳნოჲ და განმზადა თავისა თჳსისა ტაბლაჲ,
იგავთა თავი 9
1. სიბრძნემან იშენა თავისა თჳსისა სახლი, და ქუეშე შეუდგნა მას შჳდნი სუეტნი,

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ფსალმუნი 139-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1. ბოროტი კაცისგან დახსნის ლოცვა:

...ის ბერძნული სახელი იმიტომ ითქვა ასე, რომ ტკივილს აყენებს და ჯაფას აკისრებს თვით მას, ვინც მას ფლობს. ამიტომაც ვინმე ბრძენი, სწორედ ამას რომ მიანიშნებს, ამბობს: „თუ ბოროტი გახდები, მარტო შენ ამოხაპავ ბოროტებებს; ხოლო თუ კეთილი იქნები, შენთვისაც იქნება და მოყვასთათვისაც“ ()1. და როგორ, ამბობს, მარტო ბოროტი კაცი ამოხაპავს ბოროტებებს, როცა მრავალს ავიწროებს? სინამდვილეში კი ვერავის ვნებს, ვინც მოშვებული და უდარდელი არ არის. და თუ გინდა, ბოროტ ადამიანს თავი დავანებოთ და თვით ბოროტი დემონი შუაში გამოვიყვანოთ. მითხარი, განა მან მთელი თავისი ბოროტება არ გადმოანთხია? განა იობს რამე ავნო? განა იობი უფრო ბრწყინვალე არ გახადა, ხოლო თავისთვის უფრო მძიმე დაცემა არ მოიმზადა? და კაენზე რას ვიტყვით? განა მხოლოდ მან არ ამოხაპა ბოროტებები?...

სრულად ნახვა
ფსალმუნი 7-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
13. ბოროტების სალმობა და სინდისის სამსჯავრო:

...მზაკვრობათა და უსამართლობის შემთხვევაშიც. მაგრამ თუნდაც ურიცხვად ვეცადოთ, სიტყვით ვერ შევძლებთ წარმოვაჩინოთ ის ტკივილი, რომელსაც ბოროტნი ითმენენ. ამიტომაც ვიღაც ამბობს: „ხოლო უკუეთუ ბოროტ იყო, თავისა შენისა აღმოივსო ძჳრი მარტოდ.“ () რადგან რა არის უფრო მძიმე და უფრო მტკივნეული, ვიდრე მოშურნე, მზაკვარი და სხვისის მსურველი კაცი? ეს ვნებები ყოველ ჯალათზე უფრო სასტიკად ფლეთენ სულს.

14. მზაკვრობის საკუთარ თავზე მიქცეული სასჯელი

ამიტომაც სამართლიანად უწოდა ასეთ ზრახვებს მშობიარობის სალმობანი. მაგრამ როგორც ქალები კავშირის შედეგად შობენ: თუ სხეულები ჯანსაღია, ბუნებრივად ასეთივეა შობილიც; ხოლო თუ გახრწნილნი არიან, შობილი მშობლების ბუნებას ჰბაძავს. ასევეა ზრახვებთანაც. და თუ კეთილთ შეერთვის, ასეთივე იქნება მისი ნაყოფიც; ხოლო თუ ბოროტთ შეერთვის და არ იფხიზლებ, იქიდან დიდ ზიანს მიიღებ. მოისმინე, მაშ, რას ამბობს წინასწარმეტყველი: **„შორ...

სრულად ნახვა