მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

იგავთა 5:19

18. წყაროჲ იგი წყლისაჲ იყავნ შენდა თჳსად და თავად იხარებნ დედაკაცი სიჭაბუკესა შენსა.19. ირემ სიყუარულის და ნუკრ მადლთა გზრახევდინ შენ და შენ თანა იყავნ ყოველსა ჟამსა, რამეთუ სიყუარულითა რაჲ მისითა მის თანა იქცეოდი, მრავალ იყო.20. ნუ დაიყოვნებ უცხოსა თანა დედაკაცისა, ნუცა მოახუევ მკლავთა შენთა, რომელი არა შენი იყოს,
იგავთა თავი 5
19. ირემ სიყუარულის და ნუკრ მადლთა გზრახევდინ შენ და შენ თანა იყავნ ყოველსა ჟამსა, რამეთუ სიყუარულითა რაჲ მისითა მის თანა იქცეოდი, მრავალ იყო.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ფსალმუნი 9-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
4. მარადიული მსაჯული და დავრდომილთა შესავედრებელი:

...კი მხოლოდ ისე უნდა გავიგოთ, როგორც ნათქვამია, მაგალითად: „დასაბამად ქმნნა ღმერთმან ცაჲ და ქუეყანაჲ“ (). ზოგი კი სიტყვათა ზედაპირისგან განსხვავებულად უნდა გავიგოთ, მაგალითად: „ირემ სიყუარულის და ნუკრ მადლთა გზრახევდინ შენ“ (). და კვლავ: „იყავნ შენდა ხოლო მონაგებად და ნუ ვინ უცხოჲ გეზიარებინ შენ“ (). „წყაროჲ იგი წყლისაჲ იყავნ შენდა თჳსად“ (). რადგან თუ ამას დაწერილი ტექსტის მიხედვით გაიგებ, სიტყვას არ გაექცევი და ამგვარად გაგებულ აზრს გაჰყვები, დიდი არაადამიანობა იქნებოდა, ვინმეს წყალიც კი არ გაუზიარო. არამედ აქ სიტყვა ცოლს ეხება: კაცმა მასთან ურთიერთობა უმანკოებით უნდა ჰქონდეს; ამიტომ მას წყაროსა და ირემს უწოდებს, ქორწინებითი თანაცხოვრების სიწმინდის გამო. აქ ასეა; სხვაგან კი საჭიროა, დაწერილი ტექსტიც მივიღოთ და მისგან ნაგულისხმევი აზრიც, როგორც იმ სიტყვაშია: **„...

სრულად ნახვა