...ართლისგანაც არის, როგორც პავლე ამბობს: „ამიერითგან მიმელის მე სიმართლისა იგი გჳრგჳნი“ (). არსებობს მადლის გვირგვინიც, როგორც სხვა ამბობს: „რათა მოსცეს თავსა შენსა გჳრგჳნი მადლისაჲ და გჳრგჳნითა საშუებელისათა შეგეწიოს შენ“ ().
არსებობს დიდების გვირგვინიც, როგორც ესაია ამბობს: „გჳრგჳნ სასოებისა, შეთხზულ დიდებისა“ (). რადგან ეს გვირგვინი ყოველივე ამას შეიცავს: კაცთმოყვარეობას, სიმართლეს, მადლს, დიდებასა და შვენიერებას. ეს ღვთის ნიჭია, მრავალსახოვანი მადლის მომტანი. არსებობს უხრწნელების გვირგვინიც, როგორც პავლე ამბობს: „იგინი უკუე სამე, რაჲთა განხრწნადი გჳრგჳნი მოიღონ, ხოლო ჩუენ - უხრწნელი“ (). ამრიგად, რასაც აქ ამბობს, ეს არის: უსაფრთხოებითა და დიდებით შემოგვმოსე. რადგან ასეთია ღვთის ნიჭები: ძლიერი და მშვენიერებით სავსე;...