...ფრინავს და ადგილს იცვლის, უდაბნოებსა და მთებს დაეძებს, სიბნელეში ცხოვრობს, შუადღის ნათელშიც სქელი ბნელი აქვს და მზაკვრობას ქსოვს. მაგრამ მართალი ასეთი არ არის. რადგან ნათქვამია: „ხოლო გზანი მართალთანი, ვითარცა ნათელნი, ბრწყინვიდენ“ (). რადგან ისინი არც მზაკვრობას ირჩევენ და არც უსამართლობის ჩადენას, არამედ თავისუფალი სული აქვთ. ისინი კი, რომლებიც მუდამ მზაკვრობას ქსოვენ, მუდამ ბნელსა და შიშში არიან, როგორც მძარცველები, კედლის გამთხრელები და მემრუშეები; დღისითაც ბნელს ხედავენ, რადგან მათი სული შიშით არის შეძრული.
მაშ, როგორ განიფანტება ეს ბნელი? თუ ამ ყოველივესგან საკუთარ თავს განაშორებ და ღვთისადმი სასოებას მიეკიდები, თუნდაც ათიათასგზის ცოდვილი იყო. რადგან ამბობს: „მიხედეთ ძველ თაობებს და იხილეთ: ვინ ესავდა უფალს და შერცხვა?“ ()1....