...ლა სხვა სათნოება მომდინარეობს: „და მძრწოლარესა სიტყუათაგან ჩემთა". რას ნიშნავს: „მძრწოლარესა სიტყუათაგან ჩემთა"? ნიშნავს — ისეთ ადამიანს, რომელიც თავისი საქმეებით ღვთის მცნებებისადმი მორჩილებას ავლენს, როგორც სხვაგანაც ნათქვამია: „ნეტარ არს კაცისა მის, რომელსა ეშინოდის ყოველთაგან ღმრთისმოშიშებით" (). ჩვენც, როცა ვხედავთ, რომ ჩვენი მსახური ჩვენს ბრძანებებს დიდი მოშურნეობით, შიშითა და კრძალვით ასრულებს, მას მეტ კეთილგანწყობას და წყალობას ვუჩვენებთ; და მით უფრო მეტად გაგვიწევს წყალობას ჩვენი სახიერი უფალი. ამიტომაც თქვა: „ვის ზედა მივიხილო, არამედ ანუ მდაბალსა ზედა და მყუდროსა და მძრწოლარესა სიტყუათაგან ჩემთა". ამრიგად, მისი სიტყვებისა ვიკრძალოთ და ყოველგვარი შიშით აღვასრულოთ ისინი. მისი სიტყვები კი — ეს არის მისგან მოცემული მცნებები. იმის ცოდნით, თუ რა სთნდება მას, რა სასიამოვნოა მისთვის, იმას ვიქმოდეთ და ვეცადოთ ისეთნი ვიყოთ: მოკრძალებით მორჩილებას, სიმშვიდეს, თავმდაბლობას ვიჩენდეთ, დიდი ღვთისმოშიშებითა და შიშით ვასრულებდეთ მის ყველა მცნებას, რათა ყოველთა მეუფემ, ჩვენი განზრახვების კეთილი განწყობა მიიღოს რა და ჩვენი მორჩილებით კმაყოფილი იყოს, კეთილ ინებოს ჩვენზე მოიხილოს. თუ ის კეთილინებებს ამის ქმნას, სრულ უსაფრთხოება...
იგავთა 28:14
13. რომელი იფარვიდეს ურჩულოებასა თჳსსა, არა წარემართოს, ხოლო რომელი მიუთხრობდეს და იმხილებდეს, საყუარელ იყოს.14. ნეტარ არს კაცისა მის, რომელსა ეშინოდის ყოველთაგან ღმრთისმოშიშებით, ხოლო გულფიცხელი იგი შევარდეს ძჳრსა.15. ლომი მშიერი და მგელი წყურიელი - ეგრეცა, რომელი მთავრობდეს მოკუდავი ნათესავსა გლახაკსა.
იგავთა თავი 28