...ქვა: „წევნულ ვიქმენ“ (). მაგრამ როგორ ამბობს იგი: „რა არს კაცი“ ()? თუმცა სხვა ამბობს: „დიდ არს კაცი და პატიოსან კაცი მოწყალე“ (). და კიდევ სხვა ამბობს: „ხატად ღმრთისა შექმნა იგი“ (). რადგან მას მთელი ქმნილების ზედამხედველობაც ხვდა წილად.
არიან ზოგნი, რომელთა შესახებაც ითქვა: „რომელთა ღირსვე არა იყო სოფელი ესე“ (). მაგრამ ის სიტყვები სათნოებას ეხება, როცა ვინმე მას გამოაჩენს; ხოლო „რა არს კაცი“ () ბუნებაზეა ნათქვამი. და მართლაც, ბუნებაც დიდია; დიდია, მაგრამ თუ იმ ცოდნას შეხედავ, რომლის ღირსიც გახდა, ამ ცოდნასთან შედარებით ბევრად ნაკლულია. ისმინონ მწვალებელთა შვილებმა: ისინი ისეთი მ...