მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

იგავთა 20:2

1. უძღებ არს ღვინო და შემაგინებელ სიმთრვალე, ხოლო ყოველნი უგუნურნი ეთანადებიან.2. ზახილი ლომთა აშინებს პირუტყვთა და რისხვა მეფისა კაცთა, ხოლო რომელმან გახარისხოს, ავნოს სულსა თვისსა.3. დიდება კაცისა არს შორს-ყოფა შფოთთაგან, ხოლო უგუნურნი ყოველნი აღერევიან.
იგავთა თავი 20
2. ზახილი ლომთა აშინებს პირუტყვთა და რისხვა მეფისა კაცთა, ხოლო რომელმან გახარისხოს, ავნოს სულსა თვისსა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

„ვიხილე უფალი" — ჰომილია 5
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
2.:

...ხედავ მღვდლის სულს, მრავალი კადნიერებითა და მაღალი სულისკვეთებით სავსეს? მან არც ხელისუფლების სიმძიმეს შეხედა, არც გაიაზრა, რა ძნელია სურვილით მთვრალი სულის შეკავება, არც სოლომონს მოუსმინა, რომელიც ამბობს: „მეფის მუქარა ლომის რისხვას ჰგავს“ ()2; არამედ ზეცათა ჭეშმარიტ მეფეს მიაპყრო მზერა, ის სამსჯავრო და პასუხისგებანი გაიხსენა, ამ აზრებით თავი განიმტკიცა და ასე მიეჭრა ტირანს. რადგან იცოდა, ცხადად იცოდა, რომ „მეფის მუქარა ლომის რისხვას ჰგავს“ ()3, მაგრამ ეს მუქარა მათთვისაა, ვინც მიწას შეჰყურებს; ხოლო კაცისთვის, რომელსაც ზეცა თვალწინ უდგას და რომელიც მზადაა სული იქვე, სიწმიდეთა შიგნით, განუტევოს, ვიდრე შეურაცხყოფილი წმიდა რჯულები იხილოს, ასეთი მეფე ყოველ ძაღლზე უღირსი იყო. რადგან არაფერია იმაზე უძლური, ვინც საღმრთო რჯულებს არღვევს; ასევე არაფერია იმაზე ძლიერი,...

სრულად ნახვა