მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

იგავთა 18:3

2. არა რაჲ უჴმს სიბრძნე ნაკლულევანსა გონებითა, რამეთუ უფროჲსღა ირთავნ უგუნურებასა.3. რაჟამს მიიწიის უღმრთოჲ სიღრმესა უკეთურებისასა, მაშინ შეურაცხყვის. ხოლო მოუჴდეს მას შეურაცხებაჲ და ყუედრებაჲ.4. წყალი ღრმაჲ არს სიტყუაჲ გულსა კაცისასა, ხოლო მდინარე გამომცენარე წყაროჲ სიბრძნისაჲ.
იგავთა თავი 18
3. რაჟამს მიიწიის უღმრთოჲ სიღრმესა უკეთურებისასა, მაშინ შეურაცხყვის. ხოლო მოუჴდეს მას შეურაცხებაჲ და ყუედრებაჲ.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

„ვიხილე უფალი" — ჰომილია 3
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
2.:

...ამის გამო წინასწარმეტყველი ყველას უბრძანებს და ამბობს: „დასასრულამდე ნუ დაიღუპავ თავს.“ რადგან ასეთი დაცემის შემდეგ კვლავ წამოდგომა ძალზე ძნელია. რადგან „ვინც ბოროტებათა სიღრმემდე მივა, უკვე შეურაცხყოფას იჩენს“ (). დასაწყისში დაცემულებს ყველა შევუნდობთ გამოუცდელობის გამო; მაგრამ მრავალი წრის შემდეგ წაბორძიკებულს ვინმე ადვილად ვეღარ მიიჩნევს შენდობისა თუ თავის მართლების ღირსად, რადგან მაშინ დაცემა დაუდევრობის ნაყოფად ჩანს. და საშინელი მარტო ეს კი არ არის, არამედ ისიც, რომ ასეთ კაცთა დაცემებით მრავალი ბრკოლდება; ამიტომ ამ მხრივაც ცოდვა ისევ შეუნდობელი ხდება. ამიტომ, ეს რომ ვიცით, მოვუსმინოთ წინასწარმეტყველს და დასასრულამდე არ დავიღუპოთ. რადგან ამიტომ იეზეკიელიც ღაღადებს და ამბობს: „თუ ვინმე მართალი გახდება, შემდეგ კი გადაუხვევს და შესცოდავს, აღარ მოიხსენება მისთვის მისი სიმართლენი, არამედ თავის ცოდვაში მოკვდება“ ()....

სრულად ნახვა
საუბარი 22. „და იყო ნოე წელისა ხუთასისაჲ" (დაბ 5:32, 6:1)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
4. ას ოცი წლის ვადა და შეუნანებელი ცოდვა (6:3-5):

...ელის შიშმა, არც (ღვთის) სულგრძელობის ხანგრძლივობამ არ აშორა ისინი ბოროტ საქმეებს; ერთხელ უფსკრულში ჩავარდნილნი და სულიერი მხედველობა დაკარგულნი, უწმიდური ავხორცობით, თითქოს სიმთვრალით მოცულნი, აღარ ისურვეს გამოსწორება, როგორც ბრძენი ამბობს: „რაჟამს მიიწიის უღმრთოჲ სიღრმესა უკეთურებისასა, მაშინ შეურაცხყვის" (). საშინელია, საშინელია, საყვარელო, ეშმაკის მზაკვრობაში გაბმა. მაშინ სული თითქოს ბადეში გაიხლართება, და როგორც უწმიდური ცხოველი, ტალახში რომ გორაობს, ამით ტკბება, ასევე სული, ცოდვის ჩვევას რომ მიეცემა, ცოდვების სიმყრალეს აღარ გრძნობს. ამიტომ საჭიროა სიფხიზლე და ფრთხილობა, რათა თავიდანვე ბოროტ დემონს არანაირი შემოსასვლელი არ მივცეთ, რომ მან, ჩვენი გონების დაბნელებითა და სულიერი თვალის დაბრმავებით, სიმართლის მზის შუქის ხილვისუნარო აღარ გავხადოს და, მზის შუქს მოკლებულთა მსგავსად, უფსკრულისკენ არ მივიქანოთ, რაც ამ ადამიანებსაც მოუვიდათ. კეთილი ღვთის სულგრძელობის შესახებაც ისმინე. „ხოლო იხილა რაჲ უფალმან ღმერთმან, — ამბობს წერილი, — ვითარმედ განმრავლდეს უსჯულოებანი კაცთანი ქუეყანასა ზედა" (). რას ნიშნავს სიტყვები: „იხილა რაჲ"? არა იმას, რომ უფალმა არ იცოდა; არა: საღვთო წერილი ყველაფე...

სრულად ნახვა