მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

იგავთა 18:21

20. ნაყოფისაგან პირისა კაცმან განაძღოს მუცელი თჳსი - და ნაყოფისაგან ბაგეთა თჳსთასა განაძღოს იგი.21. სიკუდილი და ცხორებაჲ ჴელთა შინა ენისათა, ხოლო რომელთა შეიწყნარონ, იგინი ჭამდენ ნაყოფსა მისგან.22. რომელმან პოვა ცოლი სახიერი, პოვა მან მადლი და მოიღო ღმრთისაგან მხიარულებაჲ; რომელმან განაძოს ცოლი სახიერი, განჴადოს მან კეთილი თჳსი; ხოლო, რომელმან დაიყენოს მემრუშე, უგუნურ და უღმრთო არს.
იგავთა თავი 18
21. სიკუდილი და ცხორებაჲ ჴელთა შინა ენისათა, ხოლო რომელთა შეიწყნარონ, იგინი ჭამდენ ნაყოფსა მისგან.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ნა
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ნა თუ ვითარ შეიგინების სული ანუ ვითარ განწმიდნების; და ვითარმედ დიდისა სასყიდლისა მომატყუებელ გუექმნებიან მაჭირვებელნი ჩუენნი:

...უენდა მომართცა თქუას, ვითარმედ: „ვთქუ შემდგომად ყოველთა მათ ბოროტთა: ჩემდავე მოიქეც, და არა მოიქცა“.

განიბანე, კაცო, პირი შენი და ენაჲ სიტყუათაგან ბოროტთა, რაჲთა კადნიერებით ევედრებოდი ღმერთსა, რამეთუ წერილ არს: „ცხორებაჲ და სიკუდილი ჴელთა შინა ენისათა არს“, და „სიტყუათა შენთაგან განჰმართლდე და სიტყუათა შენთაგან დაისაჯო“. აწ უკუე მსგავსად გუგათა თუალისათა დაიცევ ენაჲ შენი, რამეთუ ასწაო თუ მას წესიერებაჲ, იქმნას ეტლ მეუფისა; ხოლო დაუტეო თუ წარმდებებით სლვად ყოველსავე ბოროტსა შინა, იყოს იგი საჴედარ ეშმაკისა, რაჟამს აღივსებოდის ყოვლითავე გინებითა და ბოროტისმეტყუელებითა, გულისწყრომით ზრახვითა მოყუსისაჲთა და სხჳთა მრავლითა ბოროტითა. ამისთჳს გევედრები, უკუეთუ გნებავს, რაჲთა კადნიერებით ევედრებოდი ღმერთსა, ყოვლისავე რისხვისა და გულისწყრომისაგან წმიდა-ყავ სული შენი, ვითარცა იტყჳს მოციქული, ვითარმედ: „მნებავს ლოცვაჲ მამათაჲ ყოველსა ადგილსა აპყრობად წმიდად ჴელთა თჳნიერ რისხვისა და გულისწყრომისა; ეგრეთვე დედათა წესიერებისა სამკაულითა მორცხუედ და ღირსებით შემკობად თავთა თჳსთა“. აწ უკუე, კა...

სრულად ნახვა