...იგავ 20:9). და პავლემაც, როცა თქვა: „რამეთუ არარაჲ თავსა ჩემსა შემიცნობიეს“, დაურთო: „არამედ არა თუ ამით განვმართლდები“ (); და კიდევ: „მართალი იგი თავისა თჳსისა შემასმენელ იქმნის, პირველსავე სიტყუასა“ (), ცხადია, თავის შეცოდებათა გამო; ამიტომ, რათა არავის ჰქონდეს სათქმელი: თუ ყველანი ცოდვებში ვართ, ხოლო ცოდვილს უბრძანა, სამართალნი არ გამოაცხადოს, ვინღა იქნება მათი გამომცხადებელი? ამიტომ, რათა ვინმემ ეს არ თქვას, იგი ცოდვათა სახეებს ცალ-ცალკე ჩამოთვლის. რადგან „არს ცოდვაჲ სასიკუდინე“ (), როგორც ელიც ამბობდა: „უკუეთუ შეცოდებით შესცოდის კაცმან კაცისა მისთჳს უფლისა მიმართ, უკეთუ უფალსა შესცოდოს, ვინ ლოცვიდეს მისთჳს?“ (). რჯულშიც ზოგი რამ უკურნებელი იყო და სიკვდილითაც ისჯებოდა, ზოგს კი ერთგვარი უსწრაფესი ნუგეში ჰქონდა; ასევე ამბობს ქრისტეც ახალ აღთქმაში: **„ხოლო უკუეთუ შეგცოდოს შენ ძმამან შენმან, მივედ და ამხილე მას, რაჟა...
იგავთა 18:17
განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის
...ში, რომ იმავე ან უფრო მძიმე ცოდვაში ჩავარდა, არამედ, თუმცა არავინ ადანაშაულებდა და ამხელდა, თავად თავადვე ამხელს საკუთარ თავს, თავად მოუთხრობს თავის საქციელს, ცოლებს წარუდგენს ცოდვის სიმძიმეს, თითქოს წინასწარმეტყველის ნათქვამს ასრულებდეს: „მართალი იგი თავისა თჳსისა შემასმენელ იქმნის, პირველსავე სიტყუასა" (). ცოდვის აღიარება ძალზე ხელს უწყობს მათ გამოსწორებას; ისევე, ცოდვის უარყოფა მისი ჩადენის შემდეგ ყველაზე მძიმე ცოდვაა — ამას ძმის მკვლელმა გამოცადა, როცა კაცთმოყვარე ღვთის კითხვაზე არათუ არ აღიარა თავისი დანაშაული, არამედ ღმერთს ცრუ პასუხის თქმაც კი გაუბედა და ამით სიცოცხლის გახანგრძლივება (სასჯელად) დაიმსახურა. ამრიგად, ლამექი, მსგავს ცოდვაში ჩავარდნილი, და, რომ გაიფიქრა, უარყოფა უფრო მძიმე სასჯელს დაატეხდა, თავის ცოლებს იხმობს და, მაშინ, როცა არავინ აიძულებდა, არავინ ამხელდა, საკუთარი პირითვე აღიარებს თავის ცოდვას და, თავის საქციელს კაინის დანაშაულს ადარებს რა, თავად საკუთარ თავს განუსაზღვრავს სასჯელს.
ხედავ უფლის განგებას, როგორ თავად მისი სასჯელებიც მისი სიყვარულის გამოხატულებაა და როგორ ეს სიყვარული არ იფარგლება მხოლოდ სასჯელის მატარებლით, არამედ სხვებისთვისაც ამზადებს მაცოცხლებელ წამალს, თუკი ინდომებენ მისით სარგებლობას?...
...იტევება ეთხოვა; მაგრამ მან მაშინ წამალი უარყო, ახლა კი, განაჩენის შემდეგ, როცა ყველაფერი დასრულებულია, როცა მიწაზე მწოლარის (ძმის) სისხლმა ხმამაღლა დაადანაშაულა, აღიარებს და არანაირი სარგებელი აღარ ეძლევა. ამიტომაც თქვა წინასწარმეტყველმა: „მართალი იგი თავისა თჳსისა შემასმენელ იქმნის, პირველსავე სიტყუასა" (). ისევე, თუ ისიც უფლის მხილებას დაასწრებდა, შესაძლოა, რაღაც კაცთმოყვარეობა მიეღო უფლის უსაზღვრო სახიერებით. არ არის ცოდვა, რამდენადაც დიდიც არ უნდა იყოს, რომელიც ღვთის კაცთმოყვარეობას სძლევს, ოღონდ ჯეროვან დროს მოვინანიოთ და მიტევება ვითხოვოთ. „და ჰრქუა კაინ... უდიდეს არს ბრალი ჩემი მოტევებად ჩემდა". აღსარება საკმარისია, მაგრამ არადროული. „და ჰრქუა... უკუეთუ განმაძებ მე დღეს, პირისაგან ქუეყანისა და პირისაგან შენისა დავიმალო და იყოს, ყოველმან მპოვნელმან ჩემმან მომკლას მე" (). შეხედე, რა გულშემძვრელი სიტყვებია, მაგრამ, უადგილოდ და არადროულად ნათქვამნი, არანაირი ძალა არ ჰქონდა (ღვთის წინაშე). „და ჰრქუა: უკუეთუ განმაძებ მე დღეს, პირისაგან ქუეყანისა და პირისაგან შენისა დავიმალო და იყოს, ყოველმან მპოვნელმან ჩემმან მომკლას მე". თუ შენ, ამბობს, მიწისგან წყეული გამხადე, თუ თავად ჩ...