მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

იგავთა 16:5

4. ყოველივე ქმნა უფალმან თავით თჳსით, ხოლო უღმრთონი დღესა ბოროტსა წარწყმდენ.5. არაწმიდა არს წინაშე უფლისა ყოველივე მაღალი გულითა; რომელმან ჴელი ჴელსა მისცეს სიცრუვით, არა უბრალო იყოს, დასაბამი გზისა კეთილისა საქმე სიმართლისა და სათნო არს წინაშე უფლისა უფროჲს ვიდრე შეწირვაჲ მსხუერპლისაჲ.6. რომელი ეძიებდეს ღმერთსა, პოოს მეცნიერებაჲ სიმართლესა თანა და, რომელი მართლ ეძიებდეს მას, პოოს მშჳდობაჲ.
იგავთა თავი 16
5. არაწმიდა არს წინაშე უფლისა ყოველივე მაღალი გულითა; რომელმან ჴელი ჴელსა მისცეს სიცრუვით, არა უბრალო იყოს, დასაბამი გზისა კეთილისა საქმე სიმართლისა და სათნო არს წინაშე უფლისა უფროჲს ვიდრე შეწირვაჲ მსხუერპლისაჲ.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი თ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ თ ამპარტავანებისათჳს:

...რთისაგან და მისცემს გეჰენიასა ცეცხლისასა, ვითარ ამპარტავანებისა მძლავრებაჲ, რამეთუ რაჟამს იგი ჩუენ თანა იყოს, ყოველივე ცხორებაჲ ჩუენი არაწმიდა არს, გინა თუ ქალწულებასა ვიქმოდით, ანუ თუ მარხვასა, ანუ ლოცვასა, ანუ მოწყალებასა, ანუ სხუასა რას, რამეთუ „არაწმიდა არს და საძაგელ წინაშე უფლისა ყოველი მაღალი გულითა“.

დავაცხროთ უკუე ამპარტავანებაჲ ჩუენი, უკუეთუ გუნებავს, რაჲ-თა ვიყვნეთ წმიდა და განვთავისუფლდეთ საშჯელისა მისგან, რომელი მიელის ეშმაკსა, ვითარცა პავლე იტყჳს, ვითარმედ: „ნუ ახალნერგ, რაჲ-თა არა აღჰზუავნე და საშჯელსა და საფრჴესა ეშმაკისასა არა მიეცე“. არამედ განვერნეთ ამას უშჯულოებისა საქმესა, უკუეთუ გულისხმავყოთ ბუნებაჲ ჩუენი და ცოდვათა ჩუენთა სიმრავლჱ მოვიჴსენოთ და მერმეთა მათ სატანჯველთა სიმწარე და სოფლისა ამის საქმეთა ამაოებაჲ, რამეთუ არარაჲთ უმჯობჱს არს თივისა და ყუავილთა მათ არისათა უადვილჱსად დაჭნების.

უკუეთუ ამას ყოველსა ვიგონებდეთ და სათნოებათა მათ წმიდათასა ვჰბაძვიდეთ, ვეროდეს დაგუცნეს ეშმაკმან ამპარტავანებითა. ხოლო ღმერთმან მდაბალთამან, სახიერმან და ტკბილმან მოგუანიჭოს ჩუენცა და თქუენცა გული შემუსრვილი და მდაბალი, რაჲთა ესრეთ შეუძლოთ სხუათაცა სათნოებათა წარმართება...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ჲე
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ჲე სიმდაბლისათჳს და ამპარტავანებისა:

...დელი, მარადის მსხუერპლსა ქებისასა შესწირავს ღმრთისა, „მსხუერპლ ღმრთისა არსო სული მდაბალი, გული წმიდაჲ და სული მდაბალი ღმერთმან არა შეურაცხ-ყოს“. იხილეა ამისი სიწმიდე? მიხედენ აწ სიხენეშესა ამპარტავანისასა: „საძაგელ არსო წინაშე ღმრთისა ყოველი მაღალი გულითა“. რამეთუ მდაბალსა ზედა ღმერთი განისუენებს, ვითარცა იტყჳს: „ვის მივხედნეო, გარნა მშჳდსა და მდაბალსა, რომელი ძრწინ სიტყუათაგან ჩემთა“, ხოლო ამპარტავანი ეშმაკისა მიერ წარტყუენულ არს, ვითარცა იტყჳს პავლე: „ნუუკუე აღმაღლდესო და სასჯელსა ეშმაკისასა შთავარდეს“. რაჲმცა უკუე იყო უძჳრეს ამპარტავანებისა, რამეთუ ესე არს თავი და აღსასრული ყოველთა ბოროტთაჲ; ანუ რაჲმცა იყო უსაწადელეს და უსანატრელეს სიმდაბლისა, რომელი-იგი საკუთარ და საყუარელ ღმრთისა ჰყოფს მუშაკთა მისთა და საწადელ და სანატრელ ყოველთა კაცთა, რამეთუ მუშაკსა მას სიმდაბლისასა ყოველნი ვითარცა მამასა პატივ-სცემენ და ვითარცა ძმაჲ უყუარს და ვითარცა ასოთა თჳსთათჳს ელმის მისთჳს.

ვიქმნეთ უკუე მდაბალ, საყუარელნო, რაჲთა ავმაღლდეთ, რამეთუ ნანდჳლვე აღამაღლებს იგი კაცსა სიმაღლითა მით საღმრთოჲთა,...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ნჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ნჱ ამპარტავანებისათჳს:

...ისაჲ“.

და კუალად, ვითარ იყო პირველ მისა მოსილი იგი ხალენითა, რომლისაგან იმალვოდა აქაბ მეფე; ვითარ იყვნეს მოციქულნი და წინაჲსწარმეტყუელნი. უკუეთუ გაქუს ესევითარი სულიერი აზნაურებაჲ, მაშინღა ნუვე ჰზუაობ, რამეთუ „საძაგელ არს წინაშე უფლისა ყოველი მაღალი გული-თა“; ხოლო უფროჲსად ამაოთა ამათ და წარმავალთა საქმეთათჳს ზუაობაჲ დიდი უგუნურებაჲ არს. რამეთუ სულნი მდიდართა და დიდებულთა ქუეყანისათა უმრავლესნი ვერაგობისაგან თჳსისა და ცოდვისმოყუარებისა ფრიად შორს არიან ჭეშმარიტისა მის აზნაურებისაგან, და უფროჲსღა, მონა არიან არა ხოლო თუ ცოდვისა, არამედ ყოველთა კაცთაცა. რამეთუ არარაჲ ესრეთ დაჰჴსნის აზნაურებასა მას სოფლისასა, ვითარ შემსჭუალვაჲ გონებისაჲ საქმეთა სოფლისათა და დიდებასა კაცობრივსა.

ესე ჰყოფს სულსა მონა არა თუ ერთისა კაცისა ანუ ერთისა ვნებისა, არამედ ბევრეულთა კაცთა და უმრავლესთა ვნებათა. და უძჳრესი ესე არს, რამეთუ რომელთაცა იგი ჰმონებნ, მტერვე მისა იყვნიან და შურითა შეიწუებოდიან მისა მიმართ. უბადრუკი იგი ჰმონებნ, ვითარცა უფალთა, და ეშინინ, ვითარცა მბრძოლთაგან, და იგინი ებრძოდიან, ვითარცა მტერნი. ესრეთ არიან საქმენი ცუდისა მის და ამაოჲსა დიდებისა და ტრფიალთა მისთანი.

ხოლო სულიერთა და ღმრთ...

სრულად ნახვა