მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

იგავთა 15:27

26. საძაგელ უფლისა გულისსიტყუანი ცრუნი, ხოლო წმიდა და პატიოსან გულისსიტყუანი უბიწონი.27. წარიწყმიდის თავი, რომელმან მიიღის ქრთამი; ხოლო რომელსა სძულდეს ქრთამი - იგი ცხონდეს. მოწყალებითა და სარწმუნოებითა განწმდებიან ცოდვანი, ხოლო შიშისათჳს უფლისა მოაქციოს ყოველმან ბოროტისაგან.28. გულითა მართალთა უყუარს სარწმუნოებაჲ, ხოლო პირმან უღმრთოთამან მოიღოს ბოროტი. შეწყნარებულ უფლისა მიერ გზანი კაცთა მართალთანი და მათ მიერ მტერნიცა მოყუარე იქმნებიან.
იგავთა თავი 15
27. წარიწყმიდის თავი, რომელმან მიიღის ქრთამი; ხოლო რომელსა სძულდეს ქრთამი - იგი ცხონდეს. მოწყალებითა და სარწმუნოებითა განწმდებიან ცოდვანი, ხოლო შიშისათჳს უფლისა მოაქციოს ყოველმან ბოროტისაგან.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ოგ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ოგ მოწყალებისათჳს და არამიხუეჭისა:

...ჲ ცოდვათაჲ სულისაგან ჩუენისა, რამეთუ განსწმედს პირველად ნათლის-ღებაჲ, ხოლო უკუანაჲსკნელ - სხუანი საქმენი, რამეთუ ღმერთმან კაცთმოყუარებითა თჳსითა მოგუცნა ჩუენ შემდგომად ნათლის-ღებისა მიზეზნი მრავალნი განწმედისანი, რომელთაგანი პირველი არს მოწყალებაჲ, რამეთუ „მოწყალებითა და სარწმუნოებითა განწმდებიან ცოდვანი“. ხოლო მოწყალებასა არა მას ვიტყჳ, რომელი ტაცებისა მიერ და მოხუეჭისა მონაგებთაგან იქმნებოდის, რამეთუ იგი არა მოწყალებაჲ არს, არამედ უკეთურებაჲ. რამეთუ რაჲ სარგებელ არს ერთისა განძარცუვაჲ და მეორისა შემოსაჲ? რამეთუ დაღაცათუ ყოველივე მოტაცებული გლახაკთა მივსცეთ, არარაჲ სარგებელ იყოს. და გამოაჩინებს ზაქე, რომელმან მოტაცებული ყოველივე ოთხკეცად უკუნსცა, ხოლო ჩუენ ფრიადსა ვიტაცებთ და მცირედსა მივსცემთ და ამით ვჰგონებთ ღმრთისა მომადლებასა, რომლისა მიერ უფროჲსად განრისხნების იგი.

რამეთუ მითხარღა, უკუეთუ ვირი გზასა ზედა მომკუდარი ჰპოვო და მოითრიო და შეიღო საკურთხეველად, არა ყოველნი შენ გეცინოდიანა? აწ უკუე მე გამხილებ, ვითარმედ მოტაცებულისაგან ქმნილი მოწყალებაჲ ამისა უსაძაგელეს არს, რამეთუ ყოველივე ცოდვაჲ სიმყრალჱ არს ბოროტი. და ისმინე წინაჲსწარმეტყუელისაჲ, ვითარ იტყჳს, ვითარმედ: „შეყროლდ...

სრულად ნახვა