მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

იგავთა 15:13

12. ვერ შეიყუაროს უსწავლელმან მამხილებელი თჳსი და ბრძენთა თანა არა ზრახვიდეს.13. გულისა მხიარულისა პირიცა მხიარულ არნ; ხოლო რომელნი მწუხარებასა შინა არიედ, მათი პირიცა მწუხარე არნ.14. გული მართალი ეძიებს ცნობასა, ხოლო პირმან უსწავლელმან ცნას ბოროტი; ყოველსა ჟამსა თუალნი უკეთურნი მიელიან ბოროტსა, ხოლო სახიერნი დაყუდნიან მარადის.
იგავთა თავი 15
13. გულისა მხიარულისა პირიცა მხიარულ არნ; ხოლო რომელნი მწუხარებასა შინა არიედ, მათი პირიცა მწუხარე არნ.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 63. „არარაჲ იცოდა მესაპყრობილეთმთავარმან მან არცა ერთი რაჲ იოსებისათჳს" (დაბ 39:23)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
1. იოსები საპყრობილეში და სიზმართა განმარტება (40:1-15):

...თებასა და დაბნეულობაში ჩააგდო ისინი, ეუბნება: „რაჲსათჳს პირნი თქუენნი მწუხარე არიან დღეს" (), — რადგან მათი სახეები შინაგან შფოთს ამხელდნენ. ბრძენმაც თქვა: „გულისა მხიარულისა პირიცა მხიარულ არნ; ხოლო რომელნი მწუხარებასა შინა არიედ, მათი პირიცა მწუხარე არნ" (). ამრიგად, სიზმრებისგან დამწუხრებულნი რომ დაინახა, მიზეზის გაგება სურდა და ეკითხებოდა. შეხედე, როგორ იჩენდა საპყრობილეშიც თავის სათნოებას და სხვათა მწუხარების შემსუბუქებას ცდილობდა! რა უპასუხეს მათ? „ჩუენებაჲ ვიხილეთ და გამომეტყუელ მისა არა ვინ არს" (), — ამბობენ. არ იცოდნენ მათთან მოლაპარაკის სიბრძნე; მას ერთ-ერთად, მრავალთაგან, მიიჩნევდნენ; ამიტომ სიზმარს არც მოუყვებიან, არამედ მხოლოდ ამბობენ, რომ სიზმარი იხილეს და ახსნა არავის შეუძლია. მაგრამ ეს საკვირველი კაცი ეუბნება: „ანუ არა ღმრთისა მიერ არს გამოთქმაჲ მათი? მითხართ იგი მე" (). ჩემ თავს შემიძლია რაიმე განმარტება აღგითქვათ? ღმერთია, ვინც გამოცხადებებს უწყებს. „მითხართ იგი მე". შეხედე, რა სიბრძნე და რა საკვირველი თავმდაბლობა! არ ამბობს: მე ავხსნი, მე გაჩვენებთ სიზმრების მნი...

სრულად ნახვა
საუბარი 1. შეგონებითი სიტყვა დიდი მარხვის დადგომისას
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
1. მარხვის მოახლოება — ჭეშმარიტი დღესასწაული:

...იტი დღესასწაული

ვხარობ და ვმხიარულობ, როდესაც ვხედავ, რომ ღვთის ეკლესია თავისი შვილების სიმრავლით მშვენიერდება და ყველანი დიდი სიხარულით შეიკრიბეთ. როდესაც თქვენს ნათელ სახეებს ვუცქერი, მათში თქვენი სულიერი მხიარულების უცხადეს მოწმობას ვპოულობ, როგორც ბრძენმა თქვა: „გულისა მხიარულისა პირიცა მხიარულ არნ" (). ამიტომ მეც დიდი მოშურნეობით ავდექი დღეს, რათა ამ სულიერ სიხარულში თქვენთან ერთად მონაწილეობა მიმეღო და, ამასთანავე, დიდი მარხვის მოახლოების მაუწყებელი ვყოფილიყავი თქვენთვის, ვითარცა ჩვენი სულების წამლისა. ჩვენი ყველას საერთო უფალმა, ვითარცა შვილთმოყვარე მამამ, ჩვენი ნებისმიერ დროს ჩადენილი ცოდვებისგან განწმენდის სურვილით, წმიდა მარხვაში წამალი მოგვანიჭა. მაშ, ნურავინ იწუხებს, ნურავინ იჩვენებს თავს მოწყენილად, არამედ იხარეთ, ილხინეთ და განადიდეთ ჩვენი სულების მზრუნველი, რომელმაც ეს მშვენიერი გზა გაგვიხსნა, და დიდი სიხარულით მიიღეთ მისი დადგომა! შერცხვნენ ელინები, შერცხვნენ იუდეველები, როცა ხედავენ, რა მხიარული მზადყოფნით ვეგებებით მის მოსვლას, და საქმით შეიცნონ, რა განსხვავებაა ჩვენსა და მათ შორის. მათ ლოთობას, ყოველგვარ გარყვნილებასა და უსირცხვილობას, რომელთაც ჩვეულებრივ ამ დროს ჩადიან, დღესასწაულებსა და ზეიმებს უწოდებენ. ღვთ...

სრულად ნახვა